შემოგვიერთდით

“საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 14 ნოემბერს 17:00სთ-ზე  ,,რესპუბლიკა ივენთ ჰოლში” პირველად საქართველოში, მასშტაბური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება.

თუ თქვენს კომპანიას HR მენეჯერებისთვის საინტერესო კორპორატიული შეთავაზებები აქვს, მაშინ ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

მიზანი და ფორმატი

ღონისძიება გამოფენის ფორმატში ჩატარდება და მისი მიზანია HR სერვის პროვაიდერებისთვის გაყიდვების ხელშეწყობა და  HR მენეჯერებისთვის კი წლის განმავლობაში და საახალწლოდ საუკეთესო HR სერვისების (ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი, რომლის შესყიდვასაც კორპორატიულად აწარმოებენ) შესახებ შეთავაზებებზე ინფორმაციის მიწოდება.

ერთ სივრცეში სხვადასხვა კომპანიას შესაძლებლობა ექნება ექსპოს/გამოფენის ფორმატში წარმოადგინოს სასურველი პროდუქტი, სერვისი.

წინა საახალწლოდ HR პროფესიონალები ყოველთვის ეძებენ სივრცეებს კორპორატიული ღონისძიებისთვის, ივენთ კომპანიებს, საჩუქრებს და ა.შ. ჩვენ გაგიმარტივებთ კომუნიკაციას. ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა კომპანიის 100-მდე HR მენეჯერი. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კორპორატიულ შეთავაზებაზე გააკეთონ არჩევანი.

თქვენი მთავარი საზრუნავი იქნება, საუკეთესოდ წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი და აწარმოოთ მოლაპარაკებები, გამართოთ ბიზნეს შეხვედრები და ამ გზით გაზარდოთ გაყიდვები.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორპორატიულ მარკეტში:

  • გაყიდვების ხელშეწყობა;
  • წარმოადგინოთ თქვენი პროდუქტი, სერვისი, რომელიც გსურთ, რომ HR პროფესიონალებს შესთავაზოთ;
  • წინასწარ გვწერთ სასურველი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთან შეხვედრაც გსურთ;
  • გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიის HR-ებთან.

გარდა გამოფენისა, HR მენეჯრებისთვის და დირექტორებისთვის გაიმართება ღონისძიება და სხვადასხვა საინტრესო თემით მთავარ სცენაზე სპიკერები გამოვლენ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობა შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კორპორატიული შეთავაზება.

ვინ მოვა:

ღონისძიებას დაესწრებიან კორპორატიულ შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირები 100-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი:

  • HR დირექტორები/HR მენეჯერები
  • კომპანიების დამფუძნებლები და დირექტორები
  • C-Suite – TOP მენეჯერები.

საორგანიზაციო დეტალები:

  • გექნებათ თქვენი სივრცე სტენდის მოსაწყობად: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი გაცნობისა და B2B მოლაპარაკებებისთვის.

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ კომპანია და თქვენი შეთავაზებები.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად?

დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე და დაგიკავშრდებით: forms.gle/HpfViBBPZkVeqHnN9

გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის ღირებულებაა 1357 + VAT

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia სასტუმრო ეპიზოდი, Geosoft და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.