შემოგვიერთდით

HR hub – ის ახალი სეზონის პირველი ღონისძიება ჩატარდა

30 სექტემბერს ტექნოპარკში HR hub – ის ახალი სეზონის პირველი ღონისძება ჩატარდა. შეხვედრაზე მოსულ HR მენეჯერებს საჩუქრები დახვდათ, რომლებიც English Book Education – მა სპაციალურად ამ დღისთვის მოამზადა. ფოტო გადაღებაზე კი Click Events – მა იზრუნა.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

შეხვედრა სიახლით დაიწყო. HR hub – ის ყოველთვიურ ღონისძიებებს პალიტრა მედია ჰოლდინგთან ერთად, პსპ დაზღვევა დაუჭერს მხარს, რის შესახებაც კომპანიის დირექტორმა სოფიო ლებანიძემ მიმართა აუდიტორიას.

ანდრო გოცირიძის პრეზენტაცია დაეთმო კიბერუსაფრთხოების, ხოლო ლალი ყიფშიძემ ცვლილებებისა და იაპონური მენეჯმენტის მოდელზე ისაუბრა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა პროექტის “HR ტურისტი”მონაწილეების დაჯილდოება.

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!

  •  
  •  
  •  
  •