შემოგვიერთდით

HR hub-ის რეკრუტინგული კამპანია “აგროჰაბისთვის” – არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!

HR hub-მა “აგროჰაბისთვის”  რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!” დაგეგმა და განახორციელა.

კომპანიას ჰქონდა ამოცანა რეკორდულად მცირე დროში ვაკის ახალი ფილიალისთვის თანამშრომლები შეერჩია. პოზიცია: კონსულტანტი.

გადავწყვიტეთ კრეატიული და ორიგინალური ფორმით მიგვეწოდებინა ვაკანსია ახალგაზრდებისთვის და დაგვეინტერესებინა ისინი. ამ კამპანიით გვინდოდა წინ წამოგვეწია ,,კონსულტანტის” პოზიციის დადებითი მხარეები. კანდიდატების ყურადღების მისაქცევად მოვიფიქრეთ, სამუშაოს აღწერილობის ,,არასტანდარტული” ტექსტი, რომელიც ასე გამოიყურებოდა:

არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!”

“აგროჰაბში” ახალი ამბებია …

ვაკეში ჩვენი ახალი ფილიალი იხსნება …
ჰოდა თუ გჯერა, რომ წარმატებული ადამიანები კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან, მაშინ შეავსე აპლიკაცია და გავისაუბროთ …
რას ვითხოვთ?

• გქონდეს სურვილი და დრო ჩვენთან მოსულ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარო;
• პროდუქცია სწორ დროს სწორ ადგილას განალაგო;
• იზრუნო პროდუქციის სისუფთავეზე;
• აკონტროლო პროდუქციის ვადები და ამით იზრუნო ადამიანებზე;
• აკონტროლო მარაგები, რომ თაროები სულ სავსე და მზად იყოს მომხმარებლების მისაღებად.

არ ვითხოვთ:

• 25 წლიან გამოცდილებას, როცა ახალგაზრდა ხარ;
• 25 სააათიან სამუშაო გრაფიკს, როცა დღე-ღამეში 24 საათია და თან შეიძლება სწავლობდე;
• 25 რეკომენდატორს;
• 25 საქმის ერთად კეთებას.

რას ისწავლი?

• ადამიანებთან კომუნიკაციას;
• შეიძენ უნარ-ჩვევებს, რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავ;
• სწორი რჩევის მიცემას;
• სხვადასხვა სიტუაციაში სწრაფად მოქმედებას;

რაღას უცდი გელოდები, გამოდი გარეთ!!! 🙂”

ასევე შემუშავდა სააპლიკაციო ფორმაც თავისი ვიზუალით, სადაც რეგისტრირდებოდნენ ახალგაზრდები: https://bit.ly/2SdvrGj.

ეს ვაკანსია განთავსდა სტუდენტური დასაქმების პორტალზე studentjob.ge და გაზიარდა სოციალურ ქსელში. ვაკანსიამ გამოიწვია უპრეცედენტო გამოხმაურება. კამპანიის ჩაშვებიდან მერე დღეს უკვე 200-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და გასაუბრებებიც ახალ-ახალი განაცხადების მიღების პარალელურად იგეგმებოდა.

“აგროჰაბის” ახალ ფილიალში 350 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, სხვადასხვა პოზიციაზე.  აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბი“ 26 მარტიდან გახდა აქსისის ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი  ბინადარი, ვაკეში. „აგროჰაბი“-ს ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.

ჰიპერმარკეტის გახსნის ერთ-ერთი უმთავრესი იდეა არის მომხმარებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და წახალისება.

ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი  ჰიპერმარკეტი საქართველოში, არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქციითა და განსხვავებული, სასიამოვნო ინტერიერით გამოირჩევა, ამასთან მას ჰყავს მომხმარებელზე ორიენტირებული თანამშრომლები.

”სწორედ ამიტომ, შერჩევისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კანდიდატის მოტივაციასა და პიროვნულ თვისებებს. ჩვენ გვჯერა, მომსახურების სფეროში კარგი და წარმატებული თანამშრომელი ის იქნება, ვისაც ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებს. ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო  350 თანამშრომლის მოძიება და აყვანა 1 თვეში, თუმცა სიძნელეები არასოდეს გვაშინებს და ვფიქრობთ, ამასაც წარმატებით გავართვით თავი“- აცხადებს აგროჰაბის ადამიანიური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თეა მორბედაძე.

  •  
  •  
  •  
  •