შემოგვიერთდით

HR hub-ის სპიკერი – თამარ ლასურაშვილი

HR hub-ის ღონისძიება 29 ნოემბერს  19:00სთ-ზე Best Western Tbilisi Art Hotel-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე მოეწყობა პანელ დისკუსია თემაზე პერსონალის განვითება. მოწვეულია 3 სპიკერი. ერთ-ერთი მათგანია Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი თამარ ლასურაშვილი.

თამუნას აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი საფრანგეთის ბიზნეს სკოლის, Grenoble Ecole de Management, საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრია. თამუნა პერსონალის მართვისა და კომერციული მიმართულების პროფესიონალია, რომლის საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის სტრუქტურული და ბიზნეს პროცესების ფორმირებაზე. იგი ასევე სერტიფიცირებული ტრენერი და CEB Global (SHL)-ის კომპეტენციების შეფასების სპეციალისტია.

თამუნა ისაუბრებს კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ინტეგრირებაზე პერსონალის განვითარების პროცესში.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

თუ HR-ში მუშაობის 2 წლიანი და მეტი გამოცდილება გაქვთ,  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით  შემოგვიერთდით.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის მთავარი მხარდამჭერია პალიტრა მედია ჰოლდინგი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *