შემოგვიერთდით

HR hub-ის და BMG-ის ერთობლივი პროექტი იწყება

HR hub-ის და BMG-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტვ პირველის საქმიან დილაში HR hub-ის რუბრიკა გავა.

რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია. გადაცემის მიზანი დასაქმების სფეროში არსებული თემების გაშუქება და ბაზარზე არსებული დეფიციტური პროფესიების წინ წამოწევა და პოპულარიზაციაა. სტუდიაში მოვიწვევთ სტუმრებს და ვიმსჯელებთ შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. გვექნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა კომპანიიდან, სადაც უშუალოდ HR მენეჯერი მოგაწვდით ინფორმაციას არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ, მისგან მიიღებთ სასარგებლო რჩევებს. ასევე გაგაცნობთ ამ კომპანიის თანამშრომლებს და შეგახედებთ HR-ის შიდა სამზარეულოში.
რუბრიკა შეეხება საჭირო და იშვიათ პროფესიებს. სიუჟეტები მომზადდება ნაკლებ პოპულარულ, მაგრამ ძალიან საჭირო პროფესიებზე. გაგაცნობთ, ამ მიმართულების პროფესიონალებს. მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით იმაზე თუ როგორ უნდა დაეუფლონ ამ პროფესიას, რა უნარ-ჩვევებია საჭირო, რა ანაზღაურების პერსპექტივები ექნებათ და სად შეეძლებათ მუშაობა.
HR hub-ის რუბრიკა 25 მარტს დაიწყება და ,,საქმიან დილაში” 10:30-ზე გავა.