HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub-ის ღონისძიება 8 დეკემბერს 19:00 სასტუმრო Gallery Palace-ში (ინგოროყვას #5) გაიმართება. ღონისძიების მენტორია ალექსი ჩიქოვანი, რომელიც სტრატეგიული ბრენდინგ-სააგენტო Live-ის დირექტორია.
თემა: ბრენდი ჩვენი არსობისა
- როგორი შევქმნათ კომპანიის და ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდის კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმა;
- საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგია;
- როგორ მუშაობს და რამდენად ეფექტურია დასაქმების (რეკრუტინგული) კამპანიები;
- დამსაქმებლის ბრენდის კამპანიის ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი;
- დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციის შინაარსის გამართვა და სწორი გზავნილები;
- როგორ შევქმნათ ე.წ “ბრიფი” – რა სურს დამსაქმებელს? ე.ი დავალება სააგენტოს დამსაქმებლის ბრენდინგ კონცეფციისა და რეკრუტინგული კამპანიების შესაქმნელად;
“მოკლევადიანი პროექტების კეთების დროსაც კი, ყოველთვის სტრატეგიულ ხედვას ვეყრდნობით. იდეალურ შემთხვევაში ვაკეთებთ ბრენდის (დამსაქმებლის ბრენდი) სტრატეგიას, ანუ ბრენდის რაობას, რაც აისახება ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმაში და შემდეგ ამ ბრენდის პლატფორმის აღსრულებაში. რაც არა მარტო კომუნიკაციაში აისახება, არამედ ბრენდის მფლობელის ყველა ქმედებაში.” – ალექსი ჩიქოვანი
HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 500-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.
HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).
გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!
ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში. მადლობა ურთიერთობისთვის!
სიყვარულით
HR hub-ს გუნდი