HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub ოქტომბრიდან რიგით მეოთხე 2018-2019 წლის სეზონს იწყებს.
HR hub-ის ღონისძიება 25 ოქტომბერს 18:00 King David -ში გაიმართება. სეზონის პირველი ღონისძიების მენტორია თამუნა ჩიჩუა:
- ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) სერტიფიცირებული ქოუჩი
- CEQP Six Seconds-ის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი
- 20 წელია მუშაობს ბიზნესის სფეროში, აქედან 12 წელი ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე
- კომპანია “გროუინის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
- საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი და პრეზიდენტი
- კვლევითი საკონსულტაციო კომპანია “ეისითი ყაზახეთის” თანადამფუძნებელი და პარტნიორი
- მარკეტინგული კვლევების ექსპერტი, კონსულტანტი საქართველოსა და ყაზახეთში
- მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში
ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.
თემა: ემპათია ორგანიზაციაში – როგორ ვითანამშრომლოთ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებთან
HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.
HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).