HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub-ის ღონისძიება 29 მარტს 19:00სთ-ზე სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel– ში გაიმართება.
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება.
ღონისძიების პირველი ნაწილის მენტორი იქნება თეა ნიკოლაშვილი
მენტორის შესახებ:
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კარიერული საჯარო მოხელე 14 წლიანი გამოცდილებით. ამჟამად ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტის შედეგად ჩამოყალიბებული სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი.
8 წლიანი გამოცდილება სასწავლო-საკონსულტაციო სფეროში. მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების გაძღოლის და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. მიწვეული ლექტორი, ტრენერი, კონსულტანტი სხადასხვა ორგანიზაციებში.
ძირითადი საკითხები – მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა და განვითარება, ადამიანური კაპიტალის მართვა.
თემა: კონფლიქტური სიტუაციების რეგულირება, ორგანიზაციის მართვის კონტექსტში
შეხვედრის განმავლობაში განიხილება კონფლიქტური სიტუაციები და მისი მოგვარების გზები, ორგანიზაციის მართვის კონტექსტში.
ვისაუბრებთ კონფლიქტური სიტუაციების ჩამოყალიბების მიზეზებზე – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე; კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის და მოგვარების ხერხებზე; ორგანიზაციული განვითარების ხედვის არსებობის მნიშვნელობაზე .
განვიხილავთ განსხვავებულ პერსპერქტივებსა და აღქმებთან დაკავშირებულ ასპექტებს, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დამოკიდებულებების და პოზიციების მნიშვნელობას კონფლიქტური სიტუაციებისა და ადამიანური კაპიტალის რაციონალურად მართვის პროცესში.
HR hub-ის შესახებ
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu
HR hub-ში 500 – ზე მეტი HR მენეჯერია გაწევრიანებული.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!