შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: ირაკლი კილასონია – როგორ მოვიძიოთ ტალანტები

27 მაისს  HR hub-ის ღონისძიება “ნელქარისში”  გაიმართება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

მოწვეული მენტორია: ირაკლი კილასონია

ირაკლი კილასონია Pedersen & Partners-ის კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. ირაკლის გააჩნია ტოპ ტალანტების მოძიების 10 წლიანი გამოცდილება.

Pedersen & Partners საერთაშორისო მოწინავე კომპანიაა ტოპ ტალანტების მოძიების სფეროში.
მსოფლიოს გარშემო აქვთ 56 ოფისი: ევროპის, აზიის,აფრიკის, შუა აღმოსავლეთის და ამერიკის ქვეყნებში.
თემა: როგორ მოვიძიოთ ტალანტები

სად: შატო “ნელქარისი” ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას დგას. HR hub-ის ღონისძიებაზე აღმოვაჩენთ ახალ ულამაზეს ადგილებს და თან ინოვაციურ HR ამბებზე ვისაუბებთ, ამას დავამატოთ თავგადასავლებიც და ჰაბათნ ერთად კიდევ ერთი ულამაზესი და დაუვიწყარი დღეც მზადა.

ულამაზეს ადგილზე, ძალიან საინტერესო მენტორით, თემითა და სიურპრიზებით სავსე დღე გველოდება.

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 27 მაისს  შატო “ნელქარისში”.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!