შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: ნინო ოხანაშვილი

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 25 იანვარს 19:00 სასტუმრო ციტრუსში (9 აპრილის ქუჩა #3) გაიმართება.

ღონისძიების მენტორია ნინო ოხანაშვილი, რომელსაც აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება როგორც წამყვან ქართულ კომპანიებში, ასევე საკუთარ ბიზნესებში. იგი არის ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით.

“რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.” – ნინო ოხანაშვილი

ნინოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა – MBA, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს და ასევე არის ცვლილებების მართვის სერტიფიცირებული (Prosci) პროფესიონალი.

თემა: ყველაფერი ხელფასების შესახებ

HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები.

HR hub–ს დღეისთვის 500-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).

გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!

ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში. მადლობა ურთიერთობისთვის!

სიყვარულით

HR hub-ს გუნდი