HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს, 11:00სთ-ზე სასტუმრო Hotel Coste -ში (კოსტავას ქუჩა 45ა) გაიმართება. ღონისძიების მენტორია ოთო ტაბატაძე, რომელსაც HR-ში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. ოთო 2002 წლიდან მუშაობდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა სფეროში. ყველაზე ხანგრძლივად კერძო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის აღმასრულებელ პოზიციებზე. ის გახლავთ კომპანია ,,ოლსაიდერ”-ის დამფუძნებელი და საერთაშორისო კომპანია “პალატაინ”-ის წარმომადგენელი საქართველოში.
თემა: ხელიდან გაშვებული ტალანტები
თემის აღწერა:
ინტერაქციულ ფორმატში განხილული იქნება ქართული და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების ქეისები, ადამიანური რესურსების მართვის პროცესები და მათი შედეგები პრაქტიკაში.
ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა აძლევს მოტივაციას თანამედროვე ადამიანს. შევეხებით წარმატებულად მიჩნეული სამოტივაციო სისტემების პრაქტიკაში მუშაობის ხარვეზებს, კომპანიის სტრატეგიული მიზნების თანხვედრას ადამიანების მართვის პრაქტიკასთან და ტრადიციული კორპორატიული რიტუალების გავლენას სწრაფად განვითარებად კომპანიებზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 4 ქეისი: 2 წარმატებული და 2 წარუმატებელი კომპანიების მაგალითები. მათ შორის ერთი ქეისი განხილული იქნება გუნდური მუშაობის ფორმატში.
HR hub ყოველთვის ცდილობს თქვენი აზრი გაითვალისწინოს და შევეცადეთ მაქსიმალურად პრაქტიკაზე ორიენტირებული ღონისძიება შემოგთავაზოთ.
HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები.
HR hub–ს დღეისთვის 500-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.
HR hub-ის ღონისძიებების მხარდამჭერი: “რეგუსი”
მედია მხარდამჭერი: “რადიო იმედი” (105.9).
გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!
ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში.