HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
HR hub ოქტომბრიდან რიგით მეოთხე 2018-2019 წლის სეზონს იწყებს.
HR hub-ის ღონისძიება 25 ოქტომბერს 18:00 King David -ში გაიმართება. სეზონის პირველი ღონისძიების მენტორია პაატა შურღაია. Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
თემა: თემა: ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს HR მენეჯერებმა ფინანსებში
HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.
HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).
გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!
ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში. მადლობა ურთიერთობისთვის!
სიყვარულით
HR hub-ს გუნდი