შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორები: საქართველოს ბანკის HR გუნდი

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 29 მარტს 19:00სთ-ზე სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel– ში გაიმართება.

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. პირველად HR hub-ის ისტორიაში ერთი კომპანიიდან HR გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი გვეწვევა.

მაშ ასე, საქართვეოს ბანკის HR გუნდიდან პანელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

გაიცანით HR hub – ის მენტორები:

ნატო ბერიძე -საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის დირექტორი (პანელ-დისკუსია 30 წუთი);
თინა ბალავაძე – სასწავლო პროგრამების მიმართულების დირექტორი (15 წუთი ქეისების წარმოდგენა)
თათია ჟღენტი – პლატფორმების განვთარების სამსახურის უფროსი (15 წუთი – ქეისების წარმოდგენა)

თემა: ტრანსფორმაციული სასწავლო კულტურა, სასწავლო პლატფორმის განვითარება – პრეზენტაცია

პანელური დისკუსიის მოდერატორი ზურა მაისურაძე:

აქვს 14 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, აკადემიურ საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან, კითხულობს ლექციებს  წამყვან ქართულ ბიზნეს სკოლებში, მათ შორის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი და ასოცირებული პროფესორი. კორპორატიული საკონსულტაციო მიმართულების მხრივ სათავეში უდგას საკუთარ კომპანიას – “სტუდია თავისუფლებას” – რომელიც კონსულტაციებს უწევს ქართულ და უცხოურ კომპანიებს სტრატეგიული კომუნიკაციისა და მართვის საკითხებში.  მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის უნივერსიტეტის მიერ (Grenoble Ecole de Management – MBA with disticntion – Management Consulting) მენეჯმენტის კონსულტაციების განხრით.

სასურველია წინასწარ მოამზადოთ კითხვები, რომლებსაც ჩვენს სტუმრებს დაუსვამდით. ღონისძიება იქნება მაქსიმალურად ინტერაქციული.

ვფიქრობთ წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება!

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

HR hub-ში 500 – ზე მეტი HR მენეჯერია გაწევრიანებული.

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!