შემოგვიერთდით

21 ნოემბრს HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა

21 ნოემბერს HR hub–ის რიგით მესამე ღონისძიება ჩატარდა

HR hub – ის მესამე ღონისძიებას 3 მენტორი ჰყავდა. თითოეულმა დამსწრეებს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ პრეზენტაციების მეშვეობით უამბეს. ღონისძიების სპიკერები იყვნენ:

1. ნატა ჯავახიშვილი – მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი თემა: “მაკდონალდსის თანამშრომელთა მოტივაციის სტრატეგია”;

2. რუსუდან სანიკიძე – ვისოლ ჯგუფი თემა: “როგორ შევაყვაროთ თანამშრომლებს კომპანია და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ?”;

3. დიანა ბურდული – JTI თემა: “როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია”.

HR hub – ეს არის სივრცე, სადაც გამოცდილი პროფესიონალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია. აქ მენტორები ჰყვებიან საკუთარ თავზე, კომპანიასა და წარმატებაზე.

ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია, სემინარი ან კონფერენცია.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება …