შემოგვიერთდით

5 თებერვალს თბილისში “დასაქმების ფესტივალი” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 16:45-19:00 სთ-ზე Job Fest – დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

On February 3, at 16:45 to 19:00, Job festival Organized by HR hub, will be held at Holiday Inn Tbilisi.

ღონისძიების განრიგი

  • 17:30 პაატა პაპავა – თიმბოუთის მმართველი პარტნიორი და ქეთევან გოგუაძე სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი) ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის მენეჯერი

თემა: როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

  • 18:00 სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი

თემა: “მომავალი სამსახურები, პოზიციები და უნარები 2025”

  •  17:00 -19:00 გასაუბრებები.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” გრანდიოზულ შეკრებაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • წარმატების კუთხეში, მოისმინოთ საინტერესო სპიკერების გამოსვლები დასაქმებაზე, კარიერასა და მომავლის პროფესიებზე;
  • იპოვოთ სამსახური.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

“წარმატების სივრცეში” თქვენ მოისმენთ სპიკერების გამოსვლებს.

  • მიიღებთ ინფორმაციას 2025 წლის მოთხოვნადი პროფესიების და უნარების შესახებ;
  • მიიღებთ რეკომენდაციებს სამსახურის საძიებო სტრატეგიების შესახებ;
  • მიიღებთ რეკომენდაციებს პროფესიული განვითარების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

მონაწილე კომპანიები:

  • Flowmaster
  • it academy step
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • შპს კონცენტრიქს სერვისის (საქართველო)
  • ამბერ სტუდიოს
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • Dunkin’
  • Wendy’s
  • Subway Georgia
  • კომპანია ავტოტექნო
  • ევექსი
  • 2 ნაბიჯი
  • Girteka Logistics
  • სამომხმარებლო მომსახურება – „ორკინი საქართველო“
  • შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
  • აგროჰაბი
  • ROOMS
  • კარფური (შპს  მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია)
  • ,,გორგია”
  • backoffice.ge
  • Grant Thornton LLC
  • Evolution Georgia

მიმდინარეობს მონაწილე კომპანიების რეგისტრაციაც, რომლებიც ფესტივალზე წარმოადგენენ დამსაქმებლის ბრენდებს, ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. თუ გსურთ თქვენი კომპანია შემოუერთდეს ,,დასაქმების ფესტივალს”, დაარეგისტრირეთ აქ: hrhub.ge/job-fest

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK Flowmaster.

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!