შემოგვიერთდით

HR hub დაეხმარება კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილ ადამიანებს დროებითი სამსახურის მოძიებაში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ახალი კრონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა.

შესაბამისად, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მათ შორის მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურად შეჭირვებულები არიან და თავის რჩენა არ შეუძლიათ. HR hub-მა გადაწყვიტა ამ ადამიანებს დაეხმაროს დროებითი სამსახურის მოძიებაში. შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა, სადაც ყველა მსურველს რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა და სასწრაფოდ სურს დასაქმება, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ჩვენ ამ ბაზას დავახარისხებთ და მივაწვდით შესაბამისი კომპანიების HR მენეჯერებს. მაქსიმალურად შევეცდებით დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ: სასწრაფოდ მჭირდება სამსახური