შემოგვიერთდით

HR hub საქართველოში პირველად HR სკოლას ქმნის

HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სასწავლო ცენტრი შექმნა.

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.

HR school HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს შესთავაზებს HR მენეჯერებს და მათ ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

საჭირო იყო ახალი რეალობის გათვალისწინება, HR მენეჯერებზე მეტად ორიენტირება და ამ სფეროში სიახლეებისა და ცოდნის მიღების უნიკალური, თანამედროვე გამოცდილების შექმნა. შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ხუთ სხვადასხვა მოდულს, რაც პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული:

მოდული 1 : ბიზნეს ოპერაციები (12 სთ)

მოდული 2: ბრენდინგი HRM ში (9სთ)

მოდული 3: HR ოპერაციები – რეკრუტინგი (12 სთ)

მოდული 4. HR ოპერაციები – შეფასება 360 (12 სთ)

მოდული 5: HR ოპერაციები – ხელფასები და გრეიდები (9სთ)

HR school-ში მიღება გამოცხადდა. დარეგისტრირდით!