HR hub – ის ორგანიზებით 30 იანვარს, საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართა, რომელიც IT რეკრუტინგსა და HR ტექნოლოგიებს დაეთმო.
სპიკერები იყვნენ, როგორც IT რეკრუტინგის სპეციალისტები, ასევე პროგრამისტები და დეველოპერები. მოეწყო პანელ-დისკუსიაც.
ბაზარზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე. შესაბამისად, IT პოზიციების რეკრუტინგი, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების მოძიება და დასაქმება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა რეკრუტერებისთვის.
ამ ნაწილში პირველი სპიკერი იყო თიბისი IT აკადემიის მენეჯერი ზურა პერტაია, რომელმაც ისაუბრა სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს HR-მა IT მიმართულებით.
მეორე სპიკერი იყო ირაკლი მიქიაშვილი – IT ბიზნეს პარტნიორი adjarabet.com, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს.
მისი თემა იყო “IT რეკრუტინგი, IT გუნდის მოტივირება, ჩართულობა და შენარჩუნება”.
პანელ-დისკუსია საინტერესოდ წარიმართა და დისკუსიის მონაწილეებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.
პანელდისკუსიის მონაწილეები იყვნენ:
- მარია ღლონტი, TBC ბანკი, ეჯაილ ქოუჩი – თემა: “ეჯაილ მიდგომებით პროექტების და ბიზნესის მართვის თავისებურებები;
- ოთარ წილოსანი – გამოცდილი Fullstack ვებ-დეველოპერი. წარმატებით ჩატარებული 10-ზე მეტი სასწავლო პროგრამის მენტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ვებ დეველოპერობას ისეთ კომპანიებში როგორიც არის: Myvideo, ITDC, Adjarabet.com, Fincue. ტექნიკური ჯგუფის ლიდერი Product Savvy Consulting-ში, ამჟამად მუშაობს Chief Technology Officer (CTO) კომპანია Livo – ლივო ში;
- ელენე ლაცოშვილი – software architect. ელენეს 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით;
- სანდრო დოლიძე – დეველოპერი. პირადად ქონია 20-მდე გასაუბრება პატარა თუ დიდ უცხოურ კომპანიასთან მაგალითად: Google, Microsoft, Dropbox, Toptal – თან. თემა: რატომ არჩევენ დეველოპერები ფრილანსერობას?
HR პროცესების სწრაფი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, სწორედ ამ თემას დაეთმა ღონისძიების მეორე ნაწილი. ამ თემაზე ისაუბრა რეზო ლომიძემ, “ვაბაკოს” კომერციულმა დირექტორმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ HR მენეჯერები, IT რეკრუტერები, კომპანიების დირექტორები დეველოპერები.
HR hub – ის ღონისძიება HR TECH მომავალშიც გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი, ვაბაკო და Grant Thornton Georgia.