შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 150-მდე მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები:

  1. ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო – ლუდსახარში ნატახტარი HR დირექტორი
  2. ოთო ტაბატაძე – ორიენტ ლოჯიკი HR და საოპერაციო დირექტორი
  3. სალომე კვახაძე ფინანსურუ ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
  4. ხათუნა ტუღუში – აჭარა ჯგუფი HR დირექტორის მოადგილე
  5. ანი გაგუა აპტოსი ორგანიზაციული განვითარებისა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  6. თამარ დანელიშვილიCMC Construction Management & Consulting HR მენეჯერი
  7. ანი ხოფერია – კრედო ბანკის ორგანიზაციული განვითარებისა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  8. სალომე ბაზერაშვილი – ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი
  9. სალომე კიღურაძე – KPMG Georgia HR მენეჯერი
  10. თამარ ასათიანი – საპარტნიორო ფონდი  HR ოფიცერი

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  30 სექტემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

HR hub Next-ის მხარდამჭერია  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

  •  
  •  
  •  
  •