შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეოთხე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ.  2 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. იმუშავებთ პრაქტიკულ დავალებებზე და პროექტის ბოლოს, თქვენს ჯგუფთან ერთად წარადგენთ პრეზენტაციას. გამოვლინდება გამაჯვებული, რომელიც წარდგენილი პროექტის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ვინ იქნებიან მენტორები?

მენტორების სანახავად გადადით ლინკზე: HR hub Next მენტორები

სად ჩატარდება?

ნექსთის შეხვედრები ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (კალისტრატე ქუთათელიძის ქ. N3)

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 30 სექტემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.

როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?

პროექტი დაიწყება 5 ოქტომბერს და დასრულდება 5 დეკემბერს.

HR hub Next ფასიანია?

პროექტის ღირებულებაა 354 ლარი.

გადახდა მოხდება ორ ნაწილად, თვის დასაწყისში.

ადგილები შეზღუდულია.

გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის პირველ და მეორე სეზონზე?

  • პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
  • შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები: 

HR hub Next-ის მხარდამჭერია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი