შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 150-მდე მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები:

  1. ლელა სალაყაია – ,,ბილაინის” პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი
  2. თამარა ქლიბაძე – ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  3. პაპუნა ბარათაშვილი – კონსულტანტი, ქოუჩი
  4. თამარ კელენჯერიძე – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების კონსულტანტი
  5. ნატო გვაზავა – ,,ევოლუშენ საქართველოს” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
  6. გიორგი ტრაპაიძე – ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი
  7. თამარ ასათიანი – ,,საპარტნიორო ფონდის” HR ოფიცერი
  8. მარიამ ჯანჯარია – საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ლექტორი
  9. ანა მიქელაძე – HR კონსულტანტი
  10. სალომე კიღურაძე – KPMG Georgia – ს HR მენეჯერი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  15 მაისამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი.

  •  
  •  
  •  
  •