შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეხუთე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-მდე მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

2 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მესამე ნაკადის მენტორები:

  1. თეა მახარაძე – თიბისი დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
  2. ხათუნა ჩხაიძე – EFES საქართველო – ლუდსახარში ნატახტარი HR დირექტორი
  3. შალვა ბაღათურია – ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – HR მენეჯერი, პერსონალის სწავლებისა და განვითარების განყოფილების უფროსი. The STREAM – კონსულტანტი.
  4. თამარ წვიმიტიძე – პაშა ბანკი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
  5. სალომე კვახაძე – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი – ტალანტების განვითარებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
  6. ხათუნა ტუღუში – აჭარა ჯგუფი HR დირექტორის მოადგილე
  7. თიკო ჯანაშვილი – JTI დამსაქმებლის ბრენდის/რეკრუტინგის მენეჯერი
  8. ქრისტინე ჩიქოვანი – My.ge HR ბიზნეს პარტნიორი
  9. ანა გოცირიძე – Adjarabet.ge HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  10. გიორგი ტრაპაიძე – ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 იანვრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

HR hub Next-ის მხარდამჭერია  პალიტრა მედია ჰოლდინგი.