შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეცამეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეცამეტე ნაკადის მენტორები:

  1. ნათია ობგაიძე   ავერსის კლინიკა – პერსონალის შერჩევისა და განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი;
  2. ნინო დათუაშვილი – GD Holding HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  3. ნინო გონაშვილი – World Vision International ადამიანური რესურსების მართვის ბიზნეს პარტნიორი;
  4. გურანდა ხოხობაშვილი – ბლაუენშტაინ საქართველო – ადამიანების განვითარების მენეჯერი
  5. ქეთევან ბეწუაშვილი – ციტადელი HR ბიზნეს პარტნიორი;
  6. ცირა შანავა – KAYA – განათლებისა და განვითარების სპეციალისტი;
  7. ხათუნა ჩხაიძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – ადამიანური რესურსების  სტრატეგიული მართვისა და ტალანტების მართვის ლექტორი. HR პროფესიონალი;
  8. ირაკლი მიქიაშვილი – adjarabet.com  IT ბიზნეს პარტნიორი / ტალანტების მოზიდვის განყოფილების უფროსი;
  9. ნანა ნაფეტვარიძენიუ ჰოსპიტალსი – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღანელი;
  10. სალომე ფილიაwww.Crocobet.com – HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  16 ივლისამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5

მედია მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.