შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მეთერთმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეთერთმეტე ნაკადის მენტორები:

  1. ნანა ყუფუნიამეგა ჰოლდინგი ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
  2. ნინო ნიკოლაძე – ორიენტ ლოჯიკი– ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი;
  3. ნინო დათუაშვილი – GD Holding HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  4. ანა ფოცხვერაშვილი – Vodafone– ახალგაზრდული პროგრამების რეკრუტერი;
  5. ნინო ამირანაშვილი  Sharm Trading HR მენეჯერი;
  6. მარიამ სანაიაTBC ბანკი  ტალანტების მართვის გუნდის ლიდერი;
  7. ქეთევან ბეწუაშვილიციტადელი;
  8. ქეთევან ორმოცაძენიკორა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  9. ნინო ფეიქრიშვილიself.ge-ის დამფუძნებელი, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი;
  10. თიკო კუტალაძე – Europebet HR ბიზნეს პარტნიორი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  5 აპრილამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5

მედია მხარდამჭერია:  პალიტრა მედია ჰოლდინგი.