HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.
1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეთერთმეტე ნაკადის მენტორები:
- ნანა ყუფუნია – მეგა ჰოლდინგი ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი
- ნინო ნიკოლაძე – ორიენტ ლოჯიკი– ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი;
- ნინო დათუაშვილი – GD Holding HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ანა ფოცხვერაშვილი – Vodafone– ახალგაზრდული პროგრამების რეკრუტერი;
- ნინო ამირანაშვილი – Sharm Trading HR მენეჯერი;
- მარიამ სანაია – TBC ბანკი ტალანტების მართვის გუნდის ლიდერი;
- ქეთევან ბეწუაშვილი – ციტადელი;
- ქეთევან ორმოცაძე – ნიკორა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნინო ფეიქრიშვილი – self.ge-ის დამფუძნებელი, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი;
- თიკო კუტალაძე – Europebet HR ბიზნეს პარტნიორი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 5 აპრილამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5
მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.