HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ – ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.
რას მომცემს HR hub Next?
აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 1 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ვინ იქნებიან მენტორები?
- ნატალი თვალთვაძე Quantori HR ბიზნეს პარტნიორი თემა: თანამშრომლების მოტივაცია;
- ანა მაისურაძე ჩირინა HR მენეჯერი თემა: თანამშრომელთა ქცევაზე მოქმედი ფაქტორები;
- სოფიო სამადაშვილი ჯეო ჰოსპიტალსი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემა: თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების როლი ორგანიზაციის წარმატებაში;
- მარიამ სანაია – TBC ბანკი ტალანტების მართვის გუნდის ლიდერი თემა: WHAT? WHY? HOW?
- თამარ ჭირაქაძე HR ადმინისტრაციის, კომპენსაციების და ბენეფიტების განყოფილების უფროსი. კრედო ბანკი თემა: რას აკეთებს HR მენეჯერი ორგანიზაციაში?
- ნათია გეწაძე – ლიბერთი ბანკი – შერჩევის განყოფილების უგფროსი თემა: ტალანტების მართვა და განვითარება;
- ლანა ხარაზიშვილი გრინვეი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: HR ადმინისტრირება/დოკუმენტბრუნვა;
- ნატო კვაჭანტირაძე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Retail Group Georgia, Subsidiary of Fawaz Alhokair Group Fashion Retail თემა: Performance Management;
- მარიამ სირბილაძე – McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი თემა: სამუშაო შედეგების მართვა;
- ნინო ამირანაშვილი – Sharm Trading HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: რეკრუტინგი;
განრიგი:
სად ჩატარდება?
ნექსთის შეხვედრები ჩატარდება ონლაინ. შეხვედრები დაიწყება 19:00სთ-ზე და გაგრძელდება 2 საათი. ზუსტ განრიგს მიიღებთ მას შემდეგ რაც მოხვდებით ნექსთის მეთხუთმეტე ნაკადში.
როგორ დავრეგისტრირდე?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 19 ნოემბრამდე: https://forms.gle/TdaKxMLupjpmVShy5
რა კრიტერიუმებით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?
წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და განვითარების სურვილია.
როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი?
პროექტი დაიწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და გაგრძელდება 1 თვე.
რა არის პროექტში HR hub Next მონაწილეობის ღრებულება?
პროექტის ღირებულებაა 300 ლარი.
გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პროექტის შუაში და დასრულებისას.
ადგილები შეზღუდულია.
გაინტერესებს რა ხდებოდა HR hub Next-ის წინა სეზონებზე?
- პირველი ნაკადის დახურვისა და მეორე ნაკადის მიღების ღონისძიება: http://bit.do/eRfJ5
- შეგირდებისა და მენტორების სამუშაო შეხვედრები:
HR hub Next-ის მხარდამჭერია: Grant Thornton Georgia