ეს ბოლო პერიოდი, ძალიან რთული და ნეგატიური ინფორმაციებით სავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით რთულია შეინარჩუნო მოტივაცია. ყველა ადამინისთვის აუცილებელია განტვირთვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სხვების მოტივაციასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასეთი კი HR მენეჯერია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აპრილის ღონისძიება შეუდარებელ გარემოში, სიწყნარეში ჩაგვეტარებინა და თემაც და ყაზბეგიც ამ ნიშნით შევარჩიეთ.
HR hub – ის ორგანიზებით, 1-2 მაისს (2დღე) , სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგში HR რითრითი გაიმართება.
ღონისძიება კრიზისის დროს თანამშრომლების თანადგომისა და მაინდფულნესის თემას დაეთმობა.
მაინდფულნესის პრაქტიკა ესაა ყოფნა საკუთარ თავთან, სხეულთან, გულთან და გარემოსთან.
რა გელოდებათ?
- საინტერესო თემები;
- სუფთა ჰაერი და ბუნება;
- სიმშვიდე;
- განტვირთვა და დასვენება.
HR რითრითის I ნაწილი:
სპიკერი: თეონა ბაღათურია – HR კონსულტანტი
თემა: სიტყვისა და თანადგომის ძალა კრიზისის დროს
ვისაუბრებთ კრიზისის დადგომისას HR მენეჯერების როლზე ორგანიზაციაში და თანამშრომლის კეთილდღეობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
HR რითრითის II ნაწილი:
თემა: მაინდფულნესზე (გაცნობიერებაზე) დაფუძნებული სტრესის შემცირება სამუშაო სივცეში
მაინდფულნეს სესია ხანგრძლივობა 120 წუთია. სესიაზე ჩაიცვით მსუბუქად და კომფორტულად.
პროგრამის დღის წესრიგი:
- გახსნითი მედიტაცია. მაინდფულნეს ღირებულებები.
- სუნთქვის მედიტაცია. მოხეტიალე გონება.
- რთულ ემოციებთან დამეგობრება.
- როგორ განვიცდი სტრესს? გაცნობიერებული მიდგომა. ტვინის ბიოლოგიური საფუძველი.
- მეტა მედიტაცია. სიყვარულის და თანადგომის პრაქტიკა როგორც Well-being მთავარი პრინციპი
სესია დაგვეხმარება:
- შევძლოთ საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და თანაგანცდა;
- დავინახონ საკუთარი სხეული ახალი პერსპექტივიდან;
- ვიყოთ მოქნილები სტრესულ გარემოში და შევძლოთ საკუთარ რთულ აზრებთან, ემოციებთან, შეგრძნებებთან დამეგობრება;
- შევქმნათ საკუთარ თავის და სხვებზე ზრუნვის სივრცეები ყოველდღიურად, სამსახურში და სახლში.
სესიას გაუძღვება: ნანა ვაშაკიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი. მაინდფულნეს ფასილიტატორი, ბრაუნის უნივერსიტეტის მაინდფულნეს ცენტრი.
HR რითრითის განრიგი:
1 მაისი
09:45 – ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან
10:00 – გამგზარება თბილისიდან
13:00 – ჩასვლა Inturist Hotel Khazbegi
14:00 – სადილი
15:00 – 17:00 – ნანიკო ვაშაკიძე. მაინდფულნეს სესია
19:00 – 20:00 – თეონა ბაღათურია
2 მაისი
09:00 – 10:00 – საუზმე
12:00 – ჩექაუთი
12:30 – ტური დარიალის ხეობაში
15:00 – გამომგზავრება თბილისში
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.
ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US.