HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 17:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ღონისძიების ვერცხლის სპონსორია “apeople/adjarabet.com”.
8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა შთამაგობნებელი HR ქეისებია.
ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით. სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.
- სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
- პანელ დისკუსია;
- ვორქშოპები;
- HR Expo;
- სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
- მუსიკალური ნომრები;
- გათამაშებები. სამიტი წარმოუდგენელია გათამაშებების გარეშე და თქვენ უამრავი საჩუქარი გელოდებათ.
თითოეული მათგანი თქვენს წინაშე სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. ღონისძიების ბოლოს გელოდებათ სიურპრიზი.
ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული.
წელს განსხვავებული ფორმატის ვორქშოფებს შემოგთავაზებთ.
HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 31 მაისამდე.
ვინ იქნებიან სპიკერები?
რვა წლის განმავლობაში HR ბიზნეს სამიტმა 100-მდე სპიკერს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
წლევანდელი სპიკერების შესახებაც ძალიან მალე შეიტყობთ.
HR Expo
ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ.
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
ღონისძიების უცვლელი ფასილიტატორია კომპანია – Teamboat.