18 ნოემბერს, 12:00სთ-ზე სასტუმრო ROOMS Batumi – ში (ბათუმი, ი.გოგებაშვილის 10), HR hub-ის ორგანიზებით და Self.HR-ის მხარდაჭერით, ,,HR Vision” – მასშტაბური ბიზნეს ღონისძიება ჩატარდება.
,,HR Vision” დაეთმობა 2023 წლის გამოწვევებს, HR პროექტების წარმოდგენასა და 2024-ის HR ტრენდებს.
დელეგატები მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან. აქტუალურ თემებზე, საინტერესო სპიკერები და პანელ დისკუსიები გელოდებათ. დრო რა თქმა უნდა ნეთვორქინგისთვისაც გექნებათ. შეხვდებით ძველ კოლეგებს და იპოვით ახალ პარტნიორებს.
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის მართვის გამოცდილების გაზიარება ბიზნეს სექტორში და HR მენეჯერის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გაძლიერება. ,,HR Vision-ს” 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
2023 წელი ბიზნეს სექტორისთვის, განსაკუთრებით კი გუნდის მართვის ნაწილში, ბევრი გამოწვევით იყო სავსე. ჩვენს ღონისძიებაზე ბიზნეს კონსულტანტები და კომპანიების HR დირქტორები ამ წლის გამოწვევების დაძლევის ქეისებსა და გუნდის მართვასთან დაკავშრებულ 2024 წლის ხედვებს წარმოადგენენ.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 150 ლარი დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონულ ბილეთებს გამოგიგზავნით მეილზე).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 17 ნოემბრამდე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 591990107
ვისთვისაა ღონისძიება?
- HR დირექტორები;
- HR მენეჯერები;
- HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები;
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები.
- დამფუძნებლები, დირექტორები, TOP მენეჯერები;
- კერძო და საჯარო სექტორის მენეჯერები.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი ღონისძიებაზე?
ღონისძიება შედგება სამი ნაწილისგან.
პირველი ნაწილი: სპიკერების გამოსვლები
- ალექსანდრე ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: “იარსებებს, თუ არა, თქვენი კომპანია 2038 წელს?”. საუბარი იქნება სამ საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების “ყოფნა-არყოფნას” შემდეგი 15 წლის განმავლობაში.
- ლიკა ნოზაძე – HR ექსპერტი, სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Talent Flow _ Management Consulting-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
თემა: რა(დ) ღირს კორპორატიული ბედნიერება?! გამოსვლა იქნება კორპორატიულ მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორც მთავარ ტრენდზე.
- ხატია კუპრაშვილი – Rooms – რეკრუტინგის მენეჯერი
თემა: HR-ის როლი რეგიონალურ განვითარებაში. ROOMS Batumi: HR შესაძლებლობებისა და წარმატებული დამსაქმებლის მაგალითი.
- თამარ ბუაძე – ჯანდაცვის ბარათის ბიზნესისა და ციფრული პროდუქტის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.
თემა: “ჯანდაცვის ბარათი, როგორც თანამშრომლის ბენეფიტი”
გაგაცნობთ ჯანდაცვის ციფრულ ბარათს, როგორც თანამშრომლის ბენეფიტს. ჯანდაცვის ბარათის საშუალებით მომხმარებელი იღებს განსაკუთრებულ, 40%-მდე ფასდაკლებებს 200 -ზე მეტ კლინიკასა და აფთიაქის ქსელში, ულიმიტოდ და მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯანდაცვის ბარათის გრძელვადიანი მიზანია ჯანმრთელობის მონიტორინგის კულტურისა და ჯანმრთელი ცხოვრების რეჟიმის წახალისება საქართველოში. ბარათის შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: Vitaapp.ge
პანელი I: ციფრული HR ტრენდები, რომელიც სამუშაო კულტურას სრულად ცვლის
პანელის თემაა HR – ის ციფრული ტრანსფორმაციის 2023 წლის გამოწვევები და შედეგები, ასევე 2024 წლის ახალი ტრენდები, რომელიც სამუშაო კულტურას ცვლის.
პანელის მოდერატორი: Self.HR – ის დამფუძნებელი ნინო ფეიქრიშვილი
სპიკერები:
- ნათია სტამბოლიშვილი – (Multi-property DHR) ლე მერიდიენი და სასტუმრო შერატონი ბათუმში – HR დირექტორი;
- თამარ ლასურაშვილი – Georgian Beverages Holding (Teliani Valley, Heineken licensed brewery – GBG, Black Lion, Georgia Distribution and Logistics) – CHRO;
- გენო ძიძიგური – HR დირექტორი სასტუმროებში: ქრაუნ პლაზა ბორჯომი, წყალტუბო პლაზა, ჯინჯერი;
- მალვინა სურმანიძე – ტურინვესტ ჯგუფი ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
- სალომე კვახაძე – “უდაბნო – რეგენერაციული მეურნეობა” – ოპერაციების და ადამიანური კაპიტალის დირექტორი.
პანელ-დისკუსია II: როგორ დავძლიეთ 2023 წლის გამოწვევები, ქეისები, საინტერესო HR პრაქტიკები, პროექტები და 2024 წლის ხედვები
სპიკერები:
- ვერიკო სიტნიკოვი – თეგეტა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ლიკა უნაძე – Japan Tobacco International – People & Culture Business Partner;
- თათია ბაკაშვილი – ნიკორა ტრეიდი – ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პანელის მოდერატორი: ლიკა ნოზაძე.
ღონისძიების არაფორმალურ ნაწილში, გელოდებათ თამაშები: ზატრიკიონი, პლანეტების აღლუმი, შლადი კონსტრუქცია და კოჭაობა. პეტრას განძი თიზერი
განრიგი:
- 11:30 – რეგისტრაცია;
- 12:00 – ღონისძიების გახსნა
- 12:05 – თამარ ბუაძე – პრეზენტაცია “ჯანდაცვის ბარათი, როგორც თანამშრომლის ბენეფიტი”
- 12:10 – ალექსანდრე ჯეჯელავა
- 12:50 – ხატია კუპრაშვილი
- 13:10 – პანელი: ციფრული HR ტრენდები, რომელიც სამუშაო კულტურას სრულად ცვლის;
- 14:10 – ფურშეტი;
- 15:10 – თამაში;
- 15:40 – ლიკა ნოზაძე;
- 16:10 – პანელი: როგორ დავძლიეთ 2023 წლის გამოწვევები, ქეისები, საინტერესო HR პრაქტიკები, პროექტები და 2024 წლის ხედვები;
- 17:30 – ღონისძიების დასასრული.
ROOMS Batumi – ში დარჩენის სურვილის შემთხვევაში ნომრის დასაჯავშნად სასტუმროს დაუკავშირდით შემდეგ მეილზე: batumi@roomshotels.com და subject-ში მიუთითეთ კოდი HR HUB. ღონისძიების ყველა დელეგატზე გავრცელდება 30%-იანი ფასდაკლება room only გამოცხადებული ფასიდან. ფასდაკლება ვალიდური იქნება 17 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.
ღონისძიების პარტნიორები არიან: Self.HR, ROOMS, ფლომასტერი, Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.