შემოგვიერთდით

31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 11:00 – 19:00, წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება. 

მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და სფეროსთან დაკავშირებული კომპანია ერთ სივრცეში შეხვდება ერთმანეთს.

დაესწარი ღონისძიებას და აღმოაჩინე: 10 სპიკერი, სამუშაო შეხვედრები, პანელ-დისკუსია და ნეთვორქინგ აქტივობები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოფსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

რატომ უნდა დაესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში;
  • აღმოაჩენთ საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში;
  • მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებსა და ნეთვორქინგ აქტივობებში;
  • გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;
  • შეხვდებით ყველა კოლეგას ერთ სივრცეში;
  • გაიცნობთ და გაეცნობით ადამიანებს თქვენი სფეროდან.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ ქეისებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა HR გამოწვევები და ინოვაციები.

ვინ იქნებიან სპიკერები:

  1. დეა ჩხაიძე -საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის HR დირექტორი, ლიდერშიპ ქოუჩი, მენეჯმენტ კონსულტანტი – ორგანიზაციული კულტურის გამოწვევები და ლიდერის პიროვნული ტრანსფორმაცია;
  2. სალომე კვახაძე კრისტალის ტალანტების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მოლოდინების ტყვეობაში;
  3. ირაკლი მიქიაშვილი – adjarabet.com IT ბიზნეს პარტნიორი / ტალანტების მოზიდვის განყოფილების უფროსი –  Rethink the future of motivation;
  4. თინათინ რუხაძე – კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი – ტრანსფორმაციის სამი ძალა;
  5. პაპუნა ტოლიაშვილი სინერჯი ჯგუფის დამფუძნებელი და სინერჯი კაპიტალის დირექტორი – ორგანიზაცია, რომელსაც ლიდერთა ნეთვორქი მართავს (Network of leaders);
  6. გიორგი ბურჭულაძე – Leo Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი – დამალული საგანძური;
  7. ავთანდილ წერეთელი პალიტრა მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე ორგანიზაციული და სისტემური განვითარების დირექტორი ჩვენ, ჩვენი გზა და ;
  8. დათო ტურაშვილი მწერალი – წინანდლის ევროპული ისტორია და მენეჯმენტი;
  9. ნინო ჭყოიძე – Grant Thornton Georgia-ს ასისტენტ მენეჯერი 7 Inch towards a “new normality”  of Future;
  10.  ლევან ფესვიანიძე Motion Technology-ის დამფუძნებელი „ვმართავთ ქართულად.

ვინ წარმოადგენს ვორქშოპებს:

პანელ-დისკუსია, რომლის წარმდგენიცაა World Vision საქართველო ტრადიციულად დაეთმობა ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარების პროგრამებსა და გამოწვევებს.

ბილეთის შესაძენად რეგისტრაცია დაიწყო: https://forms.gle/sZdE2L6rYroSWh6d7

ბილეთის ღირებულება:

  • 200 ლარი.

თუ დარჩენას ისურვებთ სასტუმროების შეთავაზებები შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე. ადგილები შეზღუდულია.

ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia  King David KD4US  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი  ნიკორა სუპერმარკეტი  BIA • ბია  Hotsale.ge.
ღონისძიების მხადამჭერია ასევე კვლევითი კომპანია ანოვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი

თუ გსურთ გაიგოთ რა ხდებოდა HR ბიზნეს სამიტზე 2020 წელს იხილეთ ვიდეო.