შემოგვიერთდით

5 მარტს HR hub – ის ღონისძიება “HR Story” გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 5 მარტს, 17:00სთ-ზე, ბაზარი ორბელიანის ტერასაზე ღონისძიება HR Story გაიმართება.

დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან. ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.

სპიკერები გაგვიზიარებენ შთამაგონებელ HR ისტორიებს, ამბებს, HR პროექტებს.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

სპიკერები 

  • გვანცა ბარაბაძე 

თემა: ბედნიერი გუნდი – ქოუჩინგის კულტურა ორგანიზაციაში

  • ნინო ფეიქრიშვილი – Self.HR – ის დამფუძნებელი

თემა: HR ანტრეპრენერი

  • ირმა ოქროპირიძე – ციფრული ტრანსფორმაციისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, HR ექსპერტი 

თემა: პირველი ინტერვიუ – შეცდომების კომედია

  • ია კაპანაძე – Optimo Group-ის Chief Human Resources Officer

თემა: მასწავლებლობიდან ეიჩარში

  • სოფო ნაცვლიშვილი Click Events–ის დამფუძნებელი

თემა: როგორ გავახაროთ თანამშრომლები

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 97 ლარი 

დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზეforms.gle/wFksngB7Q7zQTPaM8

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  სასტუმრო ეპიზოდისამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.