HR hub – ის ორგანიზებით, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა დატვირთულია და ორი ნაწილისგან შედგება:
- პირველი ნაწილი დაეთმობა შრომის ბაზარზე 2026 წლის აქტუალურ თემებს, რომლებზეც სპიკერები ისაუბრებენ;
- ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაეთმობა ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?” HR-ში, რომელიც HR მენეჯერებისთვის საქართველოში პირველად ჩატარდება.
HR hub-ის 2026 წლის პირველი ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა.
- 2026 წლის HR ტრენდები;
- რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი;
- რა არის აქტუალური ეიჩარში ამ ეტაპზე;
- ველბინგის, ველნესის და თანამშრომელთა ზრუნვის პროგრამები;
- როდის ხდება ცვლილებების დრო.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე ისაუბრებენ
- სანდრო ჯეჯელავა – Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი
თემა: მრავალფეროვანი და არამარტო ადამიანური რესურსის მართვა – HR-ის როლის ცვლილება ai “თანამშრომლების”, part timer/freelancer-ების და GenZ-ების ხანაში;
- თეონა ბაღათურია – HR კონსულტანტი
თემა: თანამშრომელთა მიკუთვნებულობის ძალა
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის მართვის გამოცდილების გაზიარება ბიზნეს სექტორში და HR მენეჯერის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გაძლიერება.
ღონისძიების მეორე ნაწილის ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?” HR-ში დეტალების სანახავად გადადით ბმულზე: hrhub.ge/hrwin
რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?
-
იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე სიახლეებს;
-
გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;
-
აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.
ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 100 ლარი + დღგ
დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
- დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
- C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სასტუმრო ეპიზოდი, სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia, Geosoft.

