საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს.პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა მიზნობრივად სოციალურად დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც სამსახური დაკარგა. მთავრობა 2-3 დღეში კონკრეტულ გეგმას წარადგენს. პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები მთავრობისგან საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას არ მიიღებენ.
როგორც სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე გახარიამ განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება თვიურად 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა იყო, რომელიც ძველ გათვლებს ემყარებოდა.
„რა თქმა უნდა საკმარისი არ არის 150 და იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის სააარსებო მინიმუმს ქვემოთ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახარებაზე იმ ადამიაებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისიწნოთ საარსებო მინიმუმი.
ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, როდესაც ჩვენ გვეცოდინება როდის ვიწყებთ კრიზისიდან გამოსვლას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა მიზნობრივად სოციალურად დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც სამსახური დაკარგა. კრიზისში დახმარების ძირითადი მიმართულება და არხები იქნება ეს.
როგორც კი ჩვენ გვექნება პოსტ კრიზისიდან გამოსვლის კონტურები, მაშინ დავიწყებთ მიზნობრივად კომპანიების დახმარებას. სხვა ყველა შემთხვევაში ეს შეიძლება აღმოჩნდეს გადაყრილი რესურსი.
საქართელოს აქვს საკმაოდ სამწუხაროდ შეზღუდული რესუსრსი პირდაპირი მიზნობრივი დახმარების როგორც მოქალაქის, ასევე კომპანიების. ამიტომ, სანამ არ გვეცოდინება სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს კრიზისი, მაქსიმალურად ვიყოთ ხარჯვის ნაწილში ხელმომჭირნეები. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სურათი დავინახოთ.
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. რა თქმა უნდა იქნება კომპანიებისთვის წახალისების პაკეტი, რომლებმაც არ გაუშვეს თანამშრომლები. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ. ყველას უნდა ახსოვდეს თავის სოციალური პასუხისმგებლობა. კომპანიებს გარდა იმისა რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანის მიმართ. ადამიანს, რომ კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. გადაივლის კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ.
ახლა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, რომელიც ვალდებულია სოც. პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა,” – განაცხადა გახარიამ.