შემოგვიერთდით

20 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, 17:00 – 19:00 სთ–ებში, თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში მის: წერეთლის 118, დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 30 დამსაქმებელი და აქტიური ვაკანსიები.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების”  შეკრებაზე.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • მოუსმინოთ სპიკერების გამოსვლებს კარიერისა და წარმატების თემებზე;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

სპიკერები “წარმატების სცენაზე”

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა“წარმატების სცენა”, სადაც  სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას და წარმატების ისტორიებს.

ვინ იქნებიან სპიკერები?

  • რუსუდან კბილაშვილი – PR და CSR;
  • ალექსანდრე ჩომახიძე – ციფრული მარკეტინგისა და AI-ის სპეციალისტი | ლექტორი და კონსულტანტი.

თემა: როგორ გახდე შეუცვლელი AI-ის ეპოქაში – კარიერა, უნარები და შესაძლებლობები

  • ქეთი ხარიტონიშვილი – გაყიდვები;
  • ოლღა ნებიერიძე – Helio.AI-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

თემა: თამაშის თეორია და კორპორატიული კულტურა თამაში, რომელსაც ყოველდღე ვთამაშობთ.

  • აჩი ბაქსოლიანი – Product Owner.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

კომპანიები:

შპს თბილისი ენერჯი
ტერავიტა +
ბრიტანულ-ქართული აკადემია და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
Girteka
ორი ნაბიჯი
სს “სილქნეტი”
შპს თიფი საქართველო
Nutrimax
ენგადი
სილქ ჰოსფითალითი
შპს გორგია
Evolution Georgia
შპს რითეილ ჯგუფი (დეილი ჯგუფი)
სს ჰუალინგ ინთერნეიშენალ სფეშიალ ექონომიქალ ზოუნ
RIVO.GE – შპს „რივო ტექ“
შპს აფფროფერთი
,, ამბარი”
Carrefour
ევექსი
სს ტერაბანკი
Grant Thornton
sos-kd.ge
Astoria Tbilisi – Pine Astoria
CN Group

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft, Digital studio Invitee – ციფრული მოსაწვევების პრემიუმ ვებგამოცდილება და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!