შემოგვიერთდით

9 სექტემბერს HR hub-ის ღონისძიება ,,მოტივაცია და მომავლის ტრენდები HR-ში” გაიმართება

9 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, Signify-ის მხარდაჭერით, HR hub-ის ონლაინ ღონისძიება ,,მოტივაცია და მომავლის ტრენდები HR-ში” გაიმართება.

Signify წარმოადგენს ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივ და საიმედო პლატფორმას. Signify საგრძნობლად აგიჩქარებთ ბიზნეს პროცესებს, გაგიმარტივებთ დოკუმენტების ხელმოწერის პროცესს და დაგიზოგავთ დროსა და რესურსებს.

ვინ იქნებიან სპიკერები:
ალექსანდრე ჩხეიძე – სიგნიფაის მომხმარებელთა წარმატების გუნდის ლიდერი.
თემა: HR პროცესები მარტივად

სხვადასხვა პროფესიის ადამიანების სამუშაო დროის თითქმის 50-70% იხარჯება რუტინული და განმეორებადი საქმეების კეთებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უკვე შესაძლებელია გავიმარტივოთ ან ავტომატიზებული გავხადოთ გარკვეული პროცესები და მეტი დრო გამოვითავისუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენს დამსაქმებელს უქმნის მეტ ღირებულებას, ხოლო მეორე მხრივ – გვეხმარება ვიყოთ უკეთესები ჩვენს პროფესიაში.
ვებინარის ფარგლებში, HR პროფესიონალებს  მათ სფეროში არსებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მოვუყვებით – როგორიც არის ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა, Signify. ამ პლატფორმის დახმარებით, მარტივად და სწრაფად შეძლებთ დოკუმენტების მიმოცვლას თუ დაარქივებას, დაზოგავთ ფურცლებს და თავს აარიდებთ მატერიალურ დოკუმენტებთან დაკავშირებულ უხერხულობებს.

ნათია ფანჯიკიძე – ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ ,,კამარას” დამფუძნებელი.
თემა: როგორ ავამაღლოთ თანამშრომლებში სამუშაო მოტივაცია?!
ზაფხულის შვებულების მერე, სამსახურში დაბრუნება ადამიანების უმრავლესობას სიხარულს ნამდვილად არ ანიჭებს. რთულია შეიქმნა სამუშაო განწყობა ,,დარეფრეშდე”, როგორც ამას უცხოელები იტყოდნენ და ახლიდან ჩაერთო პროცესში. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ნათია ფანჯიკიძე და გაგიზიარებთ რჩევებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თანამშრომლებს სამუშაო მოტივაცია ავუმაღლოთ.

ღონისძიება HR სფეროს წარმომადგენლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის, კომუნიკაციისთვის,  დისკუსიისთვის, იდეების გაცვლისა და სიახლეების გაცნობისთვის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია  როგორც HR მენეჯერებისთვის, ასევე თემით დაინტერესებული მენეჯერებისა და დირექტორებისთვის.

Signify-ის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დარეგისტრირდით 9 სექტემბრამდე: https://forms.gle/BYAMob7HDQsGbq7c7
HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების პარტნიორია  Grant Thornton Georgia.