შემოგვიერთდით

HR hub – ის ღონისძიება 23 ოქტომბერს “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, (მარჯანიშვილის 7) ბიზნეს ღონისძიება “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება. დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან. 

ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ნეთვორქინგი.

მთავარი თემებია:

  • მოტივაცია – როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია კონკურენტული ანაზღაურებით, კომპეტენციების შესაბამისად, თანამშრომელთა პატივისცემითა და აღიარებით.
  • ბენეფიტები – თანამშრომლობის ბენეფიტები ტალანტების მოზიდვის და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ბენეფიტები ზრდის დასაქმებულების ჩართულობას, პროდუქტიულობას, კეთილდღეობას და მომხმარებლების ერთგულებასაც კი. ღონისძიებაზე საუბარი იქნება როგორ განვსაზღვროთ და შევარჩიოთ ბენეფიტები ორგანიზაციაში და გავზარდოთ დასაქმებულების პროდუქტიულობა.
  • თანამშრომლების ჩართულობა – როგორ გავზარდოთ თანამშრომლების ჩართულობა.

რატომ უნდა დავესწროთ ღონისძიებას?

  • იქნებით ადამიანური რესურსების სფეროს მთავარი მოვლენების ეპიცენტრში და გაეცნობით მიმდინარე  სიახლეებს;

  • გაიზიარებთ კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას;

  • აღმოაჩენთ, გაიცნობთ და გაეცნობით საინტერესო ადამიანებს, საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებსა და ინოვაციებს HR სფეროში.

ვინ იქნებიან სპიკერები:

  • ეკა ქავთარაძე – Tegeta Holding-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

თემა: დაიჯერე მისი !- როგორ ვაძლიერებთ ადამიანებს

  • გივი გიორგაძე – გამომცემლობა ბაბლჰედის თანადამფუძნებელი

თემა: “საზრისის ეფექტი”

  • ლევან ბახია – ,,ნებისწერის” ავტორი;

თემა: ნებისწერის ტექნოლოგიის HR პარადოქსი, გუნდის ცნობიერების ამაღლება წარმატებისთვის

  • ნანა ყუფუნია – ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლის პროექტის მენეჯერი

თემა: მასპინძლობა როგორც მოტივაცია

  • მარიამ ზუმბაძე – Upgaming-ის HR Generalist

თემა: როგორ გავაღვიძეთ შინაგანი ბავშვი – რა აქტივობებს ვიყენებთ კომპანიაში რეკრუტუნგის და ონბორდინგის ნაწილში, Ai ის ჩართულობა დაგეგმვის და იდეების გენერაციის დროს, ღონისძიების შედეგების შეფასება.

ვისთვისაა ღონისძიება?

კერძო და საჯარო სექტორის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა: 85 ლარი.

 დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ველი ბიზნესი Self.HR სასტუმრო ეპიზოდისამუშაო სივრცე  NetworkGrant Thornton Georgia, Geosoft.