1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის ეიჩარ მენეჯერს და თქვენთვის საინტერეო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ნოვას HR მენეჯერის ეკატერინე ბოგვერაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ჩვენში კულტურა ასოცირდება ორგანიზაციის შიგნით, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და ერთმანეთისადმი ნდობასთან. ის უნიკალური და განსაკუთრებულია, რაც კომპანიის წარმატების მყარ საფუძველს წარმოადგენს. და თუ ჩვენ, ერთ დღეს, აღარ ვიქნებით უნიკალურები და გავხდებით ჩვეულებრივები, დავკარგავთ ყველაზე მთავარს, თვითმყოფადობას, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ განსხვავებულობას და ჩვენთვის ადამიანები თანასწორები არიან, მიუხედავად მათი მდგომარეობისა, თუ შეხედულებებისა. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს და ვაფასებთ ერთმანეთს. თანამშრომლებს ვაღიარებთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს. ხელს ვუწოდებთ ინტელექტუალ, შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც ითავისებენ მსგავს იდეალებს, რის გამოც ისინი ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენს კომპანიაში რჩებიან. ვაფასებთ ჩვენს მრავალფეროვნებას, შემოქმედებითობას და შეუზღუდავ ენთუზიაზმს. ვაღიარებთ ინდივიდუალურ განსხვავებებს და ერთმანეთის უნიკალურობას აქტიური მოსმენით, მკაფიო კომუნიკაციებითა და განსხვავებული იდეების გათვალისწინებით ვაფასებთ.
HR hub: იყო HR პროფესიონალი ნიშნავს …
იყო ადამიანი რომელიც მართავს კომპანიის ყველაზე დიდ საგანძურს – ადამიანურ რესურსს.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ
გულწრფელობას
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
არ შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
ჩვენ ვთავაზობთ ჯანსაღ გარემოს,რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე,ზრუნვასა და განვითარებაზე.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ვაკანსია, რომლის მოთხოვნების დიდ ნაწილს აკმაყოფილებთ, გააგზავნეთ მოწესრიგებული რეზიუმე და ინტერვიუზე მიდით მომზადებული.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.