პაშა ბანკი ახალგაზრდა ტალანტების მისაღებად ემზადება!
GROW– ფრონტ-ოფისის სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კურსს და გაძლევთ საერთაშორისო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, მონდომებული, მიზანდასახული, კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მათი პაშა ბანკში დასაქმებაა.
პროგრამის პირველი ნაკადის შერჩევას ვიწყებთ და 10 საუკეთესო კანდიდატს ვეძებთ!
პროგრამაში ჩართვა მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და ინოვაციურ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების საინტერესო მოდულებს გაყიდვების, დისტანციური ბანკინგისა და საცალო საბანკო სერვისების მიმართულებით.
GROW საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ საბანკო სფეროში არსებულ 4 უმნიშვნელოვანეს პოზიციას:
- გაყიდვების ოფიცერი
- დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
- დისტანციური მომსახურების ოპერატორი
- საცალო საბანკო მომსახურების ოპერატორი
სტაჟირება ანაზღაურებადია და შედგება 2 (ორი) ეტაპისგან. თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების ეტაპზე.
ადგილმდებაროება: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: მაქს. 6 თვე.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი.
** ვისთვის არის განკუთვნილი GROW?
პროექტი განკუთვნილია ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ თავი საბანკო სფეროში მოსინჯონ, კარგად იციან ინგლისური ენა (მინიმუმ B1 – Intermediate დონე) და მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
** რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:
- გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე;
- მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან;
- შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან;
- სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა;
- ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
- დასაქმების შესაძლებლობა;
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
- მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები;
- თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ჩვენ გეძებთ შენ! შენ თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და შემოგვიერთდი!
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
“ჩვენი გუნდი ბანკის მამოძრავებელი ძალა და უმთავრესი აქტივია. ჩვენ ვაშენებთ იდეების მერიტოკრატიის კულტურას, სადაც იმარჯვებენ საუკეთესო იდეები. აქ წინაურდებიან ადამიანები, ვინც აფასებს პირუთვნელობას, გონაბაგახსნილობას და მუდმივ განვითარებას. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, გულუხვად ვაზიარებთ ცოდნას და ვიყენებთ თითოეული ჩვენგანის ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად.” – პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია.
ადამიანური კაპიტალისადმი კომპანიის მიდგომებსა და კულტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიანა ბურდულის ინტერვიუს მეშვეობითაც.