შემოგვიერთდით

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მომზადების” სრულ სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

HR სკოლა იწყებს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მომზადების სრულ სასერტიფიკატო კურსს, რომელსაც გაუძღვება  ავთანდილ ლეფსვერიძე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი.  კურსი დაიწყება 30 მარტს და ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას.

კურსი იქნება ინტერაქტიული ხასიათის, კერძოდ მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება ტრენერთან აქტიური კომუნიკაცია (განსახილველ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით).

მეოთხე წელია HR hub–მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა.ინოვაციური სასწავლო ცენტრი უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და მოქმედ HR მენეჯერებს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და ახალ-ახალი ცოდნის მიღებით, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.

რომელ დღეებში ჩატარდება და რა ხანგრძლივობისაა კურსი?

სასწავლო კურსი განხორციელდება 5 (ხუთი) შეხვედრის ფარგლებში, ჯამში 20 (ოცი) საათის განმავლობაში. თითო შეხვედრა 4 საათიანი იქნება.

ტრენინგის დღეები: 30, 31 მარტი. 6, 7, 13 აპრილი 11:00-16:00სთ-ებში.

კურსი ჩატარდება საერთო სამუშაო სივრცე ,,ნეთვორქში” (ჭავჭავაძის 33 ე). შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

კურსის ღირებულებაა 790 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით ამ ბმულზე: Forms.gle

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მარტი.

სასწავლო კურსის მიზანი:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მომზადების კურსის მიზანია მონაწილეებს დეტალურად გააცნოს 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შესრული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის, მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებისა და მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების დანაწესები. თითოეული საკითხის თაობაზე ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის განხილვის, ასევე ამავე სამსახურის და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციებსა და გაიდლაინების ანალიზის საფუძველზე.

კურსის ფარგლებში განხილული საკითხების შესწავლის შედეგად, მონაწილეები შეძლებენ განახორციელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოვალეობები, მოახდინონ დარგობრივი ინფორმაციის ანალიზი, სამართლებრივი პრობლემების შეფასება და გადაწყვეტა, სასწავლო კურსის შედეგად მიღებული ცოდნის მათ ყოველდღიურ საქმიანობაში პრაქტიკული გამოყენება.

სასწავლო კურსის შედეგები:

კურსის გავლის შედეგად, მონაწილეები შეძლებენ: მოახდინონ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების სათანადო განმარტება, ინტერპრეტაცია და გამოყენება მათი ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში; შეასრულონ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალეობები, კანონის მოთხოვნებისა და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად; უზრუნველყონ მონაცემთა დაცვის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა პერსონალური მონაცემების კანონიერი და ეთიკური დამუშავების უზრუნველსაყოფად; ხელი შეუწყონ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში განიხილონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული განცხადებები/საჩივრები; მოახდინონ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევების დროული იდენტიფიცირება, შეფასება და მასზე რეაგირების გზების დაგეგმვა; ორგანიზაციის თანამშრომლებს გაუწიონ კონსულტაციები და მეთოდური დახმარებები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; მონაწილეობა მიიღონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების შემუშავებაში; მხარი დაუჭირონ კონფიდენციალურობისა და ანგარიშვალდებულების კულტურას მათ ორგანიზაციებში, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ნდობის გაღრმავებას.

კურსის სილაბუსის სანახავად გადადით ბმულზე Google.form

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი?

დიახ, სერტიფიკატი გაიცემა.