HRBP – HR როგორც ბიზნეს პარტნიორი – HR სკოლის პოპულარული კურსია, რომლის ახალი, მესამე ნაკადი სწავლას 9 ნოემბერს დაიწყებს.
გაეცანით დეტალებს, დარეგისტრირდით კურსზე და გადადგით ახალი ნაბიჯი თქვენს კარიერაში!
ეს კურსი შესაძლებლობას მოგცემთ გაიღრმავოთ ლიდერობის და მენეჯმენტის უნარები, გაზარდოთ თქვენი საქმიანობის ეფექტურობა და დადებითი გავლენა მოახდინოთ კომპანიაში, როგორც HR პროფესიონალმა.
რას ისწავლით:
- HR სტრატეგია;
- მონაცემებსა და ანალიტიკაზე ორიენტირებული HR;
- HR პროცესების გაციფრულება;
- ტალანტების მოძიების გამოწვევები და გზები;
- მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების გამოვლენა და შენარჩუნება;
- უკუკავშირის კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში;
- შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვა (PMS);
- სტრატეგიები თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად;
- მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრაქტიკის დანერგვა;
- HR-ის როლი ცვლილებების მართვაში;
- HR-ის ლეგალური და ეთიკური ასპექტები. HR რისკების მართვა;
- გლობალური HR;
- მცირე გზამკვლევი როგორ მოვემზადოთ HR სერტიფიცირებისთვის;
- მიმდინარე და პროგნოზირებული HR ტრენდები.
ვისთვისაა კურსი?
თუ გაქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR-ის მიმართულებით და გსურთ გაიღრმავოთ თეორიული ცოდნა, რომელიც გაჯერებულია პრაქტიკული, რეალური მაგალითებით, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.
თქვენი გამოცდილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და მოლოდინების გასაცნობად, რეგისტრაციის შემდეგ, გაივლით ტრენერთან ონლაინ გასაუბრებას.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?
კურსის ღირებულებაა 1500 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms.gle/XEhvyoR9sfaqdExi7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
ვინ იქნება ტრენერი?
სალომე კვახაძე – 10+ წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტია. სალომეს პრაქტიკული გამოცდილება შეძენილი აქვს სხვადასხვა სექტორის (წარმოება, სამშენებლო, საფინანსო, დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები, მეურნეობა და აშ) წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისას. ამ ეტაპზე სალომე არის „უდაბნო – რეგენერაციული მეურნეობა“-ს ოპერაციების და ადამიანური კაპიტალის დირექტორი .
სალომე ფლობს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს (SPHRi – Senior Professional in Human Resources – International).
სალომეს განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მენეჯმენტის მიმართულებით და არის ამავე უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრი.
სალომეს აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში (საქართველოს უნივერსიტეტი, BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) სწავლების გამოცდილება (როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტების). სალომეს უყვარს ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და ამბობს რომ თვითონაც ძალიან ბევრს სწავლობს ამ პროცესში.
როდის იწყება და რა ხანგრძლივობისაა?
კურსი დაიწყება 9 ნოემბერს და მოიცავს 15 შეხვედრას, რომელიც ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 საათზე სასტუმრო ეპიზოდში პეკინის 41 (გაგარინის მოედანზე) ჩატარდება. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.
შესაძლებელია კურსის ონლაინ გავლაც.
იჩქარეთ, დარეგისტრირდით!
კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი?
დიახ, სერტიფიკატი გაიცემა.
შემოგვიერტდით და გამოიყენეთ კარიერული განვითარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
გთავაზობთ ჩვენი რამდენიმე კურსდამთავრებულის შეფასებას:
- “ამ კურსს ვუწევ რეკომენდაციას … Salome Kvakhadze არის ნამდვილი პროფესიონალი ამ საქმეში. ის აზიარებს თავის საინტერესო გამოცდილებას. ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისგან შედგება. თეორიული და პრაქტიკული ქეისებით მიიღებთ ცოდნას, რასაც სამუშაო პროცესში გამოიყენებთ. ტრენინგების პროცესი იმდენად საინტერესო იყო სურვილი მქონდა კიდევ გაგრძელებულიყო.” – თეო ნადირაძე
- “ამ კურსს გავუწევდი რეკომენდაციას, პირველ რიგში იმიტომ რომ სალომე კითხულობს. ის მთელ გულს და სულს დებს თითოეულ შეხვედრაზე. მის მიერ მომზადებული აქტუალური საკითხები არის “Up to date” და რაც მთავარია პრაქტიკულ ცოდნას უმაღლებს HR პროფესიონალებს თეორიულთან ერთად. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ უფრო თავდაჯერებული აგრძელებ პროფესიულ ცხოვრებას.” – ანა ხვედელიძე
- “ვუწევ რეკომენდაციას. პირველ რიგში, გამოცდილების გაზიარებისთვის, კონტაქტებისა და მეგობრების შეძენისათვის საუკეთესოა. საუკეთესოა HR ტენდენციების, დაგროვილი გამოცდილების გააზრებისა და სწავლასთვის. არაჩვეულებრივი ტრენერია სალომე, რომელიც მუდმივად ყველა საკითხის გაივლის და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.” – ნანუკა ნემსიწვერიძე
- “თუ რატომ გავუწევდი რეკომენდაციას ამ კურსს, პირველ რიგში დავასახელებდი ტრენერს, რომელიც დაუღალავად გაგიზიარებთ მის ცოდნას და ძალიან საინტერესო გამოცდილებას. მისი შედგენილი სილაბუსის თითოეული კომპონენტი არის მიმდინარე, აქტუალური და მეტად მნიშვნელოვანი, რაც გაგიღრმავებთ ცოდნას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას.” – თამუნა ჯალაღანია.
კურსის მხარდამჭერია სასტუმრო ეპიზოდი.