Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მოდის სავაჭრო სფეროში რევოლუციური შემოსვლით არა მარტო გაამდიდრა მოდის ლანდშაფტი ცნობილი ბრენდებით, არამედ ნელ-ნელა სრულად შეცვალა ქართველი მომხმარებლის საყიდლებზე სიარულის ჩვევა – ქუჩის პატარა მაღაზიებიდან მომხმარებლებმა სავაჭრო მოლებში გადაინაცვლეს და 7 წლის მანძილზე მსოფლიოს მოდის მოყვარულების მსგავსად იძენენ ცნობილი ბრენდების უახლეს კოლექციებს და სარგებლობენ ფასდაკლებებითა თუ სხვა შეთავაზებებით.
Retail Group Georgia-ს პორტფელი შთამბეჭდავია – 50-მდე მაღაზია და 30-მდე ბრენდი, მათ შორის: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho, Zara Home, Sergent Major, La Vie en Rose…. მაღაზიების საუკეთესო ადგილმდებარეობა თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში კომპანიას მყარად უნარჩუნებს ბაზრის ლიდერის პოზიციას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – სექტემბერში საბურთალოზე City Mall-ის გახსნასთან ერთად, ამ სიას კიდევ 14 ახალი მაღაზია, ხოლო კომპანიის 600-ზე მეტ თანამშრომელს კიდევ 220 ახალი წევრი შეემატება.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ახალი პროფესიებიც – დარბაზის მენეჯერი, ვიზუალ მერჩენდაიზერი, დეპარტამენტის მენეჯერი და სხვა.
ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული თუ პროფესიული წინსვლა – ეს Retail Group Georgia-ს თანამშრომლების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და საინტერესო თავგადასავალია. თუ თქვენც გაინტერესებთ მოდა, სიახლეები, პერსონალური და პროფესიული განვითარება, შემოუერთდი ჩვენს ახალგაზრდულ და დინამიურ გუნდს!
შეავსეთ – 20 სექტემბრამდე.