შემოგვიერთდით

როგორ იცავს “აგროჰაბი” თანამშრომლებს COVID-19 გავრცელებისგან?

ახალი კორონავისუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანიებში სხვადასხვა ზომები მიიღეს. ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვან თანამშრომლები.

ეს საკითხი განსაკუთრებით დიდ ზრუნვას საჭიროებს სუპერმარკეტების შემთხვევაში, რადგან თანამშრომლებს უშუალო კომუნიკაცია აქვთ მომხმარებლებთან. სწორედ ამიტომ, “აგროჰაბი” მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და ფილიალებში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:

  1. აგროჰაბის სამივე ფილიალის შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო სითხე და ერთჯერადი ხელთათმანები. შესაძლებელია ხელების დამუშავება მარკეტში შესვლისას და გამოსვლისას;
  2. ყოველდღიურად ტარდება სადენზიფიქციო სამუშაოები;
  3. დღის განმავლობაში სისტემატურად სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება დახლები, მაგიდები და ყველა სხვა ზედაპირი;
  4. აგროჰაბის სამივე ფილიალში სტიკერებით გამოყოფილია რიგის რეკომენდირებული მანძილები დისტანციისთვის დასაცავად;
  5. ყველა სალაროსთან განთავსებულია გამყოფი ფარი მომხარებელსა და მოლარეს შორის;
  6. ფრონტის ყველა თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური ნიღბით;
  7. ასევე, ყველა ფილიალში გადის ვიდეო რგოლი იმის შესახებ თუ როგორ დავიცვათ მოხმარების წესები.

მაშინ როცა მომსახურების ობიექტები იხურება, დიდი დატვირთვით მუშაობენ სუპერმარკეტები და თითოეულ თანამშრომელს უდიდესი მისია ეკისრება.

“აგროჰაბი” მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, სამსახურის გარეშე დარჩენლ ადამიანებს და ყველას, ვინც ეძებს სამსახურს, დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს. რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.

“იყო მეგობრული გუნდის წევრი ისწავლო პროფესიონალებისაგან და განვითარდე, შეიძინო წარმატებისთვის საჭირო უნარები, იმუშაო სასიამოვნო და მოწესრიგებულ გარემოში, აკეთო მხოლოდ ის, რაც შენს პოზიციას შეესაბამება და გქონდეს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი” – აცხადებენ კომპანიაში.


 

  •  
  •  
  •  
  •  
Copy link
Powered by Social Snap