შემოგვიერთდით

„რომპეტროლ საქართველომ“ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით 10 აგვისტოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა შეხვედრა რომპეტროლის თანამშრომლებთან თემაზე: „კოვიდ-უსაფრთხოება და ჩვენი როლი პანდემიის დასრულებაში.“

ღონისძიებაზე ფიზიკურ დამსწრეთა რაოდენობა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო, თუმცა მთელი შეხვედრა Live რეჟიმში გადაიცემოდა ყველა თანამშრომლისათვის.

შეხვედრა გახსნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა – გიორგი აიოზბამ და თავის მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა თანამშრომელს, რომელთა ეფექტური მუშაობისათვის პანდემიაც კი ვერ აღმოჩნდა დაბრკოლებად. ასევე, მოუწოდა თითოეულს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას.

გენერალური დირექტორის სიტყვით გამოსვლის შემდგომ თანამშრომლებმა გაირეს 2 საათიანი ინტენსიური, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგი თემაზე – „სამედიცინო მითები“, რომელსაც უძღვებოდა ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი – არჩილ მარშანია და რომლის ფარგლებში თანამშრომლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, როგორ არ გავხდეთ სამედიცინო მითების მსხვერპლი, რა არის ვაქცინაცია და ასევე, ამომწურავი ინფორმაცია კორონავირუსის იმ ვაქცინების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია დღეს საქართველოში.

„რომპეტროლ საქართველო“ თანამშრომლებს,  რომლებიც ჩაიტარებენ ვაქცინას, წახალისების მიზნით, დამატებით სარგებელს სთავაზობს, კერძოდ:

  • თითოეული აცრის შემდგომ 2 ანაზღაურებადი დასვენების დღე საჩუქრად
  • სექტემბრის ბოლოს ვაქცინირებული თანამშრომლებისათვის შედგება გათამაშება. გათამაშების დროს ერთჯერადად ვაქცინირებული თანამშრომლები გათამაშების 1 ბილეთს, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები კი 2 ბილეთს მიიღებენ. გათამაშებაშია რომპეტროლის საწვავის 5 ვაუჩერი, ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის ხუთი 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და iPhone XR.

„რომპეტროლ საქართველო“ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლების მაქსიმალურ ინფორმირებას კორონავირუსის საფრთხეებისა და ვაქცინაციის სარგებლის თაობაზე.