HR სკოლას დაემატა ახალი კურსი “შრომის სამართალი პრაქტიკაში”.
კურსის მიზანია HR მენეჯერებისთვის და შრომის სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის შექმნას გამოცდილების, ცოდნის გაზიარების პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს შრომის სამართლის საკითხების ცოდნისა და ცნობიერების ზრდას.
ტრენინგს გაუძღვება:
გრიგოლ სიდამონიძე – ადვოკატი, 15 წლიანი გამოცდილებით კორპორატიულ სამართალში და შრომით ურთიერთობებში. ამჟამად DGN Consulting-ის მმართველი პარტნიორი.
ვისთვისაა განკუთვნილი:
- დამფუძნებლებისთვის და დირექტორებისთვის;
- HR მენეჯერებისთვის;
- სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის;
- შრომის სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
რა შედეგს მოგცემთ კურსი:
- შრომის სამართლისა და ადმინისტრაციული საკითხების ეფექტური მართვა ორგანიზაციაში;
- თანამშრომლების მიერ უფლება-ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ფლობა და საჭიროების შემთხვევაში სწორი რეაგირება.
ტრენინგი 10 საათიანია.
როდის დაიწყება?
18 სექტემბერს 19:00 სთ-ზე.
გაეცანით პროგრამას და დარეგისტრირდით 16 სექტემბრის ჩათვლით: forms.gle/shromissamartali
სად ჩატარდება ტრენინგები?
სასტუმრო ეპიზოდში პეკინის 41 (გაგარინის მოედანზე).
გაიცემა სერტიფიკატი? დიახ.
კურსის ღირებულება 449 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თანხის 2 ნაწილად გადახდაც.
სილაბუსი
I შეხვედრა – 18 სექტემბერი 19:00 3 სთ
- მარეგულირებელი სამართალი
- რა არის შრომითი ურთიერთობა
- დისკრიმინაცია და აუცილებელი გადარჩევა
- შრომითი დოკუმენტები – ზოგადი მიმოხილვა
- დასაქმების პროცესის სამართლებრივი მხარე
პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი
II შეხვედრა – 19 სექტემბერი 19:00 3 სთ
- შრომითი ურთიერთობა Vs მომსახურება
- სტაჟირება
- გარე დასაქმება (outsourcing)
- რა არის პერსონალური მონაცემები და როგორ ვეპყრობით მათ.
- დასაქმება
- შრომითი ხელშეკრულება
- შინაგანაწესი
პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი.
III შეხვედრა – 20 სექტემბერი 19:00 4 სთ
- ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება
- მივლინება
- შრომითი ურთიერთობის შეჩერება
- სამართლებრივი კომუნიკაცია თანამშრომელთან
- ცვლილებების შეტანა შრომით დოკუმენტებში
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (მათ შორის დეკრეტული შვებულება)
პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, კითხვა-პასუხი.
სასტუმრო ეპიზოდი
იჩქარეთ! კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.