შემოგვიერთდით

რას ითვალისწინებს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია?

საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის შესახებ დადგენილება 2019 წლის 30 დეკემბერს გამოვიდა. სტრატეგია ითვალისწინებს 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელ სისტემურ და სტრატეგიულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.

სტრატეგიის მიზანია შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელმშემწყობი ღონისძიებების და ქმედებების განსაზღვრა და ამით ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და სამუშაო  ადგილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

სტრატეგიაში ხაზგასმულია დასაქმების სერვისების გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალის განვითარებას, მთელი ცხოვრების მანძილზე განათლებას.

სტრატეგია 2023 წლამდე ტაპობრივად განხოციელდება.

დოკუმენტში გაწერილია ორი სტრატეგიული პრიორიტეტი:

  1. დასაქმების ხელშეწყობა;
  2. შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება. შრომითი მიგრაციის მართვის გაუმჯობესება.

შეიქმნება “წარმატების ცენტრი” (Centers of  Excellence), რომელიც უზრუნველყოფს განათლების ხარისხისა და შრომის ბაზართან შესაბამისობის გაუმჯობესებას, დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების მაღალკვალიფიციურ ტრენინგებს, მომზადება-გადამზადების პროგრამებს.

სტრატეგიის კოორდინირებისთვის ჩამოყალიბდება სტრატეგის დანერგვის საკოორდინაციო საბჭო.

სტრატეგიის 96 გვერდიანი დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე განხორციელდება. ასევე, სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

სტრატეგიის დოკუმენტი: დანართი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

 

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap