შემოგვიერთდით

სპარმა თანამშრომლების well-being zone შექმნა

სპარმა თანამშრომლების well-being zone შექმნა. მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკურიო ონლაინ HR ჟურნალი – HRhub.ge ესაუბრა ქეთი ესაძეს, ფუდმარტ რითეილ ბიზნეს ჯგუფის ტალანტების მართვის და განვითარების დირექტორს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპანიაში კარგი სიახლე გაქვთ, თანამშრომლების well-being zone შექმენით. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ. რა არის ამ სივრცის შექმნის მიზანი?

დღეს, კორპორატიულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური გამოწვევაა თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

კომპანიაში wellbeing ზონის შექმნით, ვფიქრობთ, რომ ღირებული ინვესტიცია განვახორციელეთ ჩვენი თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის, ბედნიერების და პროდუქტიულობის ამაღლების კუთხით.

რითეილის სფეროს დღევანდელი გამოწვევებიდან და განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პატარა სივრცე შეგვექმნა ოფისში, რომლის მიზანიც არის მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, არაფორმალური კომუნიკაციის გაძლიერება და პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბება სასიამოვნო გარემოში.

HR hub: როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს და კონკრეტულად რა აქტივობები ჩატარდება well-being zone-ში?

თანამშრომლებს პოზიტიური, სასიამოვნო და თანამედროვე გარემო ხვდებათ ჩვენს wellbeing ზონაში. სივრცის დიზაინის შექმნისას, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ თანამედროვე ტრენდები და თანამშრომლების სურვილები, სწორედ ამიტომაც არის ალბათ, რომ უკვე დიდი ინტერესი და ჩართულობა მოდის ჩვენი თანამშრომლების მხრიდან. რაც შეეხება აქტივობებს, თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ამ სივრციდან, დაგეგმონ და ჩაატარონ შეხვედრები, ინდივიდუალური გასაუბრებები. მიიღონ მონაწილეობა მინი ვორქშოპებში, იდეების გენერირების შეხვედრებში, უკუკავშირის სესიებში, პიროვნული განვითარების სამუშაო შეხვედრებში, თერაპიულ სესიებსა და ქოუჩინგ სესიებში (ინდივიდუალური და ჯგუფური) და ა.შ.

HR hub: ვის შეუძლია სივრცით სარგებლობა, რომელი რგოლის თანამშრომლები ჩაერთვებიან აქტივობებში?

ფუდმარტის ნებისმიერ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სივრცით, განიტვირთოს და დაიმუხტოს პოზიტიური ემოციებით, გამოიყენოს სივრცე შეხვედრებისთვის და ამ სივრცეში ჩატარებული ქოუჩინგ სესიები თუ მინი სამუშაო შეხვედრები – პირადი განვითარებისთვის.

HR hub: როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი შედეგი ექნება პროექტს და რამდენად გაზრდის ის თანამშრომლების ჩართულობას?

თუ ვიმსჯელებთ რამხელა ინტერესი და პოზიტიური განწყობები გამოიწვია ამ სიახლემ ჩვენს თანამშრომლებში, ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი აუცილებლად გაამართლებს და თანამშრომლების ჩართულობასა და პროდუქტიულობას გაზრდის.

HR hub: როგორი შედეგები აქვს უკვე განხორიცილებულ პროექტებს? 

ბოლო ერთი წლის მანძილზე, სპარში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა და მომავალშიც ბევრი სიახლე იგეგმება. სპარ აკადემიამ, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია, დაარსებიდან 5 თვის თავზე მოახერხა და კომპანიის 2000-მდე თანამშრომელი ჩართო მის აქტივობებში. ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ უახლოეს მომავალშიც. განსაკუთრებული სიახლეები გვექნება მაისის თვეში, როდესაც კომპანიის რამდენიმე იღბლიან თანამშრომელს, გავუშვებთ SPAR International-ის სამშობლოში ამსტერდამში, სადაც მათ სპეციალურად ჩვენი უცხოელი კოლეგები უმასპინძლებენ, “Look and Learn” ვიზიტის ფარგლებში.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩვენი სამომავლო გეგმები თანამშრომლებზე ზრუნვასა და მათი კეთილდღეობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. როგორც იცით, დღევანდელ რეალობაში საკმაოდ მწვავედ დგას თანამშრომლების დეფიციტის საკითხი. შესაბამისად ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ყველა აქტივობა თუ სამომავლო გეგმა, კეთილდღეობაზე, ზრუნვაზე და განვითარებაზე მიმართოს. Სიახლეების განხორციელებაში  SPAR International-ის გამოცდილი გუნდი ინტენსიურად არის ჩართული და მაქსიმალურად გვიჭერს მხარს. გვაქვს უამრავი სამოტივაციო აქტივობა, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური კუთხით. გვაქვს განვითარების პროგრამები, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ.

განსაკუთრებულ სიახლეებს დიდი სიხარულით გაგიზიარებთ უახლოეს მომავალშიც.