შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ შპს „რითეილ ჯგუფის“ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ HR სამსახურის უფროსის ნინო ხუციშვილის  ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყვით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ კულტურა კომპანიის ხედვისა და მისიის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც მოიცავს ერთგულებას, ეთიკურობას, განვითარებას და პასუხისმგებლობას. ჩვენი გუნდი ქსელის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივს წარმოადგენს. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ერთმანეთს ცოდნას ვუზიარებთ და ჩვენს ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად ვიყენებთ.

„მაგნიტის“ კორპორაციული ღირებულებებია ვიყოთ სიახლეებზე და შედეგებზე ორიენტირებულები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა და გუნდურობა, კომპანიაში ყველა თანამშრომელი ერთი დიდი გუნდის წევრია და კოლეგიალურ პრინციპებზე დაყრდნობით საერთო მიზანს ვასრულებთ. კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოძიება და მათი მუდმივი განვითარება/გადამზადება წარმოადგენს. „მაგნიტში“ დიდი მნიშვნელობა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს ენიჭება, ამავდროულად ჩვენი თანამშრომლები იმ კორპორაციულ სოციალურ პროექტებში ერთვებიან, რასაც კომპანია ახორციელებს. საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევაში ჩვენ საკუთარი წვლილი შეგვაქვს.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს …

შევარჩიო შესაბამისი კადრი და მას ახალი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში დაანახო. იზრუნო დასაქმებულის კვალიფიკაციაზე და შეაფასო პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები. ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანია, შესაბამისად ვეძებ და ვპოულობ პიროვნებას, რომელიც გაიზიარებს ჩვენი კომპანიის მუდმივი განვითარების ნაბიჯებს.

რეკრუტერის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, შინაგანი რწმენა, თანადგომა და თანამშრომლების მოტივირებაზე ზრუნვა.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …

კანდიდატის კვალიფიკაციის დონეს. ხშირად ამ კრიტერიუმის მიხედვით გამოგვაქვს დასკვნა, თუ რომელი პოზიციაა მისთვის მისანშეწონილი და სად იპოვის განვითარებას. მნიშვნელოვანია საიმედოობა და სტაბილურობის განცდა, რომელიც დამსაქმებელს და კანდიდატს შორის უნდა ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული მახასიათებლები, რამდენად აქვს ახალი საქმეების/ინოვაციების მიმღებლობა, რამდენად პრეზენტაბელურია ის და ა.შ.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …

რთულია განიხილო რეზიუმე, რომელიც არასრული ინფორმაციითა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია რეზიუმეში ლაკონურად და ინფორმატიულად იყოს ასახული ის მონაცემები, გამოცდილება ან განათლება, რაც შესაბამის პოზიციას სჭირდება. რეზიუმე ის პირველადი სივრცეა, სადაც პოტენციურ კანდიდატს ეცნობი.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელი ჩვენი სრულფასოვანი წევრი გახდეს, გაიზიაროს ერთმანეთის მიმართ ერთგული დამოკიდებულება. ჩვენს ფილიალებში დასაქმებული კანდიდატი გაივლის პროფესიულ გადამზადებას და შეუართდება დიდ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ზრუნვის, თანამშრომლობის, განვითარების, დაცულობის, დაფასების და აღიარების მოლოდინი

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …

დასაქმების მაძიებლებს ვურჩევ განსაზღვრონ კარიერული მიზნები, ჩამოყალიბდნენ, როგორი სამუშაო სურთ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების მიხედვით, წარადგინონ სრულფასოვნად შედგენილი რეზიუმე.

მნიშვნელოვანია, მოიპოვონ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც გასაუბრებაზე მიდიან, რათა მომზადებული და თავდაჯერებული წარსდგნენ გასაუბრებაზე.

მათ ვურჩევ, რომ გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი თავის წარმოსაჩენად და არასდროს დანებდენ!