შემოგვიერთდით

დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა

ჩაერთე ჩვენს კამპანიაში „რას ნიშნავს ტალანტები შენს კომპანიაში“!

შეავსე ფორმა: shorturl.at/ikDST მიიღე ჩვენი ამანათი, დაწერე რამდენიმე სიტყვით რას ნიშნავს ტალანტები შენს კომპანიაში და დაგვთაგე #Talantebi

ვებ-გვერდი  www.talantebi.ge  გაიხსნება 10 სექტემბერს და ყველა ვინც დარეგისტრირდება ამ პერიოდში შეძლებს 2 კვირის განმავლობაში მიმდინარე ვაკანსიების განთავსებას და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას უფასოდ.

ტალანტები არის კომპანია რომელიც ბაზარზე ქმნის ახალ გარემოს დასაქმების მაძიებელთათვის.
მისი მიზანია დასაქმების სფეროში გაზარდოს კმაყოფილების დონე, – კომპანიებს შესთავაზოს მათი მოთხოვნების შესაბამისი თანამშრომლები,  ადამიანებს კი დაეხმაროს იპოვონ თავიანთი ადგილი – მათი პროფესიდან, უნარებიდან და სურვილებიდან გამომდინარე.

რატომ არის ტალანტები მნიშვნელოვანი ბიზნესში წარმატების მისაღწევად?

გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს გარემო დღესდღეობით მუდმოვად ზრდადი და ცვალებადია, იზრდება კონკურენციის დონე კომპანიებს შორისაც.  იმისათვის რომ კომპანიამ შეძლოს მოწინავე პოზიციის დაკავება მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც შეძლებენ სიახლეების გენერირებას და მოწინავე პოზიციებისთვის ბრძოლას. სწორედ ამაში ეხმარებიან ტალანტები კომპანიებს, რადგან ისინი პოულობენ საუკეთესო გზას პრობლემის გადასაჭრელად.

ვინ არის ტალანტი?

ტალანტი არის ყველა ის ადამიანი რომელსაც უნდა საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და ჭირდება გარემო, რომელიც მისცემს მას ამის საშუალებას.