HR hub-ისა და studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართა.
ღონისძიება 2017 წლიდან ტარდება და მისი მიზანი სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობაა. ფესტივალზე ორმოცდაათზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ www.Studentjob.ge-ზე იყო შესაძლებელი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კომპანიის HR მენეჯერებს. კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს კანდიდატებს შეთავაზებები და ვაკანსიები. წარმატების კუთხეში კი, მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერების გამოსვლები მოისმინეს.
ღონისძიებაზე დასწრება ყველა სამსახურის მაძიებელს შეეძლო. დასაქმების ფესტივალზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანია WEBHR.GE, რომელმაც მონაწილე კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ გავამარტივოთ რეკრუტინგის პროცესი მისი ფუნქციონალის დახმარებით.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში.
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები: საქართველოს უნივერსიტეტი, ბია, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US Grant Thornton Georgia.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.