შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2025 -16 ივნისს ფუნიკულიორზე ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ოქროს სპონსორია Teamboat. ღონისძიების  ვერცხლის სპონსორია apeople/adjarabet.com.

8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებათ. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.

ღონისძიების სრული განრიგის სანახავად გადადით ბმულზე.

ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იქნება საინტერესო HR ქეისებით და ინსპირაციის უდიდესი დოზით.

თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, გათამაშება და პრიზები. ძველ და ახალ პარტნიორებს/კოლეგებს ერთ სივრცეში შეხვდებით.

სპიკერები აქტუალურ თემებზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, თუ როგორ გადაჭრეს და მოაგვარეს სხვადასხვა გამოწვევა.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 14 ივნისამდე. ღონისძიება ტრადიციულად უამრავი აქტივობით იქნება დატვირთული. ბოლოს გელოდებათ სიურპრიზი.

როგორი იქნება ღონისძიების ფორმატი და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?

  • სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
  • პანელ დისკუსია;
  • ვორქშოპები;
  • HR Expo;
  • სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
  • მუსიკალური ნომრები;
  • გათამაშებები, თქვენ უამრავი საჩუქარი გელოდებათ.
დაესწრებით შთამაგონებელ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღებთ ახალ ცოდნას, გაიზიარებთ გამოცდილებას, შეიძინთ ახალ კონტაქტებს და დატკბებით ფუნიკულიორის შესანიშნავი გარემოთი და ხედებით.

ვისთვისაა ღონისძიება?

ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:
  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ვინ იქნებიან სპიკერები და რა თემებზე იქნება საუბარი?

ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვება.

თითოეული მათგანი  თქვენს წინაშე სხვადასხვა თემით წარდგება. შემდეგ კი პანელში სასაუბროდ და კონკრეტული ეიჩარ ქეისების მოსაყოლად, სხვადასხვა კომპანიის ეიჩარებსა და დირექტორებს მოიწვევენ. ასევე, იქნება 5 პანელ დისკუსია აქტუალურ თემებზე.

სპიკერი: სანდრო ჯეჯელავა –  Flowmaster – ის დამფუძნებელი და დირექტორი

თემა: HR Story 1995 – 2035 წლებში (როგორ იცვლებოდა და შეიცვლება HR-ის როლი)

პანელ დისკუსია I: HR transformation story

პანელის მონაწილეები:

  • ნუცა კაციტაძე – საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორი;
  • ლელა სალაყაია – სელფი მობაილის Პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი;
  • ნინო ნანიკაშვილი – GMT/HOSPITALITY – ის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სპიკერი: პაატა პაპავა – „თიმბოუთის“ მმართველი პარტნიორი

თემა: HR ლიდერის პორტრეტი

პანელ დისკუსია II: ინიციატივები

პანელის მონაწილეები:

  • პაპუნა ტოლიაშვილი – სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი;
  • ნინო კიკნაველიძე – Deputy People Director at Adjarabet.com;
  • თამარ მიქაბერიძე – Head of HR and Administrative Department at Swiss Capital.

სპიკერი: საშა კაცმანი – ორგანიზაციული ცნობიერების, კულტურის და ლიდერობის კონსულტანტი, Katsman&Friends – ის დამფუძნებელი

თემა: კომუნიკაციის პარადიგმები მართვასა და ლიდერობაში

პანელ დისკუსია III:  როგორ გახდეს HR ბიზნესის ნაწილი

პანელის მონაწილეები:

  • ზეინაბ ლომაშვილი – პროკრედიტ ბანკის დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი;
  • ნოდარ ყანჩაველი – სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის დირექტორი.

პანელ დისკუსია IV: HR ქეისები HR ლიდერებისგან – წარმატების ალგორითმი თუ HR ჯადოქრობა?

პანელს გაუძღვება HR და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი ნანა ყუფუნია  და Talent Flow-ს დამფუძნებელი ლიკა ნოზაძე

პანელის მონაწილეები:

  • ლილი ბიბილაშვილი
  • თეა რუსიტაშვილი – ეროვნული ბანკს აპარატის უფროსი;
  • გიორგი ტრაპაიძე – ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
  • მარიამ სანაია – ველი სთორის კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი.

პანელ დისკუსია V: პანელი – HR ტრანსფორმაცია ციფრულ სამყაროში

პანელს გაუძღვება ნინი ხარშილაძე, Signify-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
პანელის მონაწილეები:
  • მედეა ტაბატაძე – Insource-ის მმართველი პარტნიორი, მენეჯმენტ კონსულტანტი;
  • დავით ტაბატაძე – BLC-ის დავების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • თაკო ფოცხიშვილი – ასკანელის HR მენეჯერი.

პანელ დისკუსია VI: Self.HR– ადამიანები ბიზნესში: ვინ ქმნის წარმატების ისტორიას?

პანელს გაუძღვება ნინო ფეიქრიშვილი – Self.HR-ის თანადამფუძნებელი

პანელის მონაწილეები:

  • ირმა დაუშვილი – დიოს დამფუძნებელი/CEO;
  • თინათინ რუხაძე – ACT გლობალის მმართველი პარტნიორი;
  • ამირან ამბროლაძე – თბილისის თავისუფალი სკოლა – დირექტორი.

ვორქშოპები

ვორქშოპი I: apeople/adjarabet.com – გააცნობიერე სტერეოტიპები

სტერეოტიპები და გაუცნობიერებელი მიკერძოებები ჩვენს გონებაში ნელ-ნელა, ჩვენგან დამოუკიდებლად იძერწება. ხშირად გვგონია, რომ თავისუფლად ვფიქრობთ და მიუკერძოებლები ვართ, თუმცა სტერეოტიპები ჩუმად გვკარნახობენ არჩევანს. თუ მეტი გაინტერესებს, გეპატიჟებით ვორქშოფზე, სადაც ერთად დავფიქრდებით, რა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეცნობიერში ჩამალული მიკერძოებები  ჩვენს გადაწყვეტილებებზე, გუნდურ ურთიერთობებსა და სამუშაო კულტურაზე.

შემოგვიერთდი, იქნებ შენი გაოცებაც შევძლოთ!

ვორქშოპს გაუძღვება: გვანცა რაზმაძე – Internal Communications Officer და მარიამ ფარნიშვილი – People Experience Officer

ვორქშოპი II: ფლომასტერი

1. Gen Z-ის Onboarding – როგორ ვითანამშრომლოთ თაობასთან, რომელიც ცვლის თამაშის წესებს.

ტრენერები: ანი ხარშილაძე & მარიეტა მაჭარაშვილი

2. მენეჯმენტი და ლიდერობა ბუნებრივი, ემოციური და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ტრენერები: ქეთი ტყავაძე & ვანო ნადირაძე.

ვორქშოპი III:  Teamboat გუნდის ტრანსფორმაცია: HR ქეისების განხილვა ერთობლივი წარმატებისთვის

აღმოაჩინეთ ეფექტური გუნდების ძალა! ამ დინამიურ და ინტერაქციულ ვორქშოპზე თქვენ ჩაუღრმავდებით რეალურ HR ქეისებს, რათა დაადგინოთ გუნდის წინაშე მდგარი ხშირი გამოწვევები და ერთობლივად შეიმუშაოთ ეფექტური თიმბილდინგური გადაწყვეტები. გაიგეთ, როგორ შეუძლია სტრატეგიულ ინტერვენციებს პირდაპირ გააუმჯობესოს კომუნიკაცია, გაზარდოს ნდობა, გადაჭრას კონფლიქტები და გაზარდოს პროდუქტიულობა თქვენს ორგანიზაციაში. მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა, რომლის დაუყოვნებლივ გამოყენებასაც შეძლებთ მაღალი მოსწრების (HPT) გუნდების შესაქმნელად და ხელშესახები ბიზნეს სარგებლის მისაღებად.

ვორქშოპს გაუძღვება: თაკო ჯანანაშვილი და  ქეთი მახარაშვილი

ვორქშოპი IV: Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო HR – სტრატეგიული ინსტრუმენტი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად

დღევანდელი ბიზნეს გარემო HR ლიდერებისგან ითხოვს არა ინტუიციაზე, არამედ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ტრენინგზე განვიხილავთ, როგორ გარდავქმნათ მონაცემები ქმედებად, უკუკავშირი – ზრდის საფუძვლად და საერთაშორისო ტრენდებს – ხელშესახებ სტრატეგიად.

ტრენინგზე განვიხილავთ:

როგორ გვეხმარება HR ანალიტიკა სტრატეგიული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში

როგორ ზრდის 360 გრადუსიანი უკუკავშირი ლიდერული უნარების განვითარების პოტენციალს,

როგორ უზრუნველყოფს სახელფასო კვლევა გამჭვირვალე და კონკურენტულ ანაზღაურებას.

შემოგვიერთდით ტრენინგზე და ვისაუბროთ, თუ როგორ შექმნათ ღირებულება იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ადამიანებსა და შესრულებაში.

ვორქშოპს გაუძღვება: ლილიტ გევორგიან – ადამიანური კაპიტალის მართვის ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების დირექტორი – Grant Thornton Consulting CJSC

ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ვორქშოპი V: ლუტეცია როგორ მოვამზადოთ კანი ნამზეურისთვის

ვორქშოპს გაუძღვება: ნინო გეჯაძე,  ტრენინგ მენეჯერი

HR Expo

ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანია საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ.

გადახედეთ HR ბიზნეს სამიტის 8 წლიან წარმატებულ ისტორიას!

შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად! 

ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!

მხარდამჭერები: FitPass ფლომასტერი Self.HR Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო Network • ნეთვორქი Geosoft Cloud • ჯეოსოფტი TreeDesign მადარტი

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი ipn.ge ambebi.ge businessinsidergeorgia რადიო იმედი ფორმულა